ავსტრიის გუნდებმა ვარჯიში განაახლეს (ფოტოები)
ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატში ვარჯიში განახლდა. დღეს ვარჯიში განაახლეს “ზალსბურგმა” და ვენის “რაპიდმა”. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირბადის გარეშე არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია ვარჯიში. ფეხბურთელები ჯგუფებად ვარჯიშობენ და სავარაუდოდ ავსტრიის ჩემპიონატი მაისის შუა რიცხვებში ან მაისის ბოლოს განახლდება. შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ჩემპიონატში ქართველი – ოთარ კიტეიშვილი თამაშობს. გთავაზობთ ფოტოებს დღევანდელი ვარჯიშიდან:
მანჩესტერ იუნაიტედს ერლინგ ჰოლანდის შეძენა სურს
ინგლისური გიგანტი “მანჩესტერ იუნაიტედი” განიხილავს ნორვეგიელი თავდამსხმელის შესაძლო ყიდვის ვარიანტს. ინგლისელებს სურთ, რომ ჰაალანდი რაც შეიძლება მალე იყიდონ და იჯარის წესით ზაფხულამდე “ზალცბურგში” დატოვონ. მიმდინარე სეზონში ნორვეგიელ თავდამსხმელს არნახული შედეგი აქვს. 24 ჩატარებულ შეხვედრაში მას 39 გოლი აქვს გატანილი. “წითელ ეშმაკებს” რომელუ ლუკაკუს და ალექსის სანჩესის წასვლის შემდეგ, შემტევ ფაზაში თვალსაჩინო პრობლემები აქვს. “იუნაიტედის” ხელმძღვანელები […]