UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ბოლო მერვედფინალისტის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია: ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი, 9 დეკემბერს, 22:00 საათზე, “ატალანტასა” და “ვილიარეალს” შორის გაიმართება. გუნდებს თავდაპირველად, 8 დეკემბერს, 23:59 საათზე ეთამაშათ, თუმცა დიდთოვლობის გამო, შეხვედრა გადაიდო. ბერგამოში გასამართი მატჩი უდიდესი ინტერესის მატარებელია – მისი დასრულების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასული უკანასკნელი გუნდის ვინაობა გახდება ცნობილი. […]