იტალიელი ჟურნალისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ “ნაპოლის” ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, “ზალცბურგთან” ნათამაშები ფრის შემდეგ (1:1) გუნდის საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნებაზე უარს აცხადებენ. ავსტრიის ჩემპიონთან შეხვედრის დასასრულს, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის მითითების თანახმად, გუნდს ბაზაზე უნდა გადაენაცვლებინა და იქ 5 დღე გაეტარებინა. თუმცა, მატჩის შემდეგ, ნაპოლის კაპიტანი ლორენცო ინსინიე პრეზიდენტის შვილს შეხვდა და უთხრა: “გადაეცი მამაშენს, […]