“ნაპოლის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ზამბო ანგისამ, გასული სეზონი შეაჯამა და თანაგუნდელებზეც ბევრი ისაუბრა. კამერუნელმა ფეხბურთელმა განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა და ქართველი ფეხბურთელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ანგისას თქმით, ლუჩანო სპალეტიმ “საუკეთესო გუნდი” ჩამოაყალიბა, რომელიც სავსე იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებით, გამოცდილი მოთამაშეებით, შემტევითი სტილითა და ისეთი ტიპის ენერგიით, რომელიც გულშემატკივართან პირდაპირ კავშირში იყო – გუნდი, რომელიც უახლოეს […]