გეგმების ზედმიწევნით გაწერის, ცხრილების, მწვრთნელების მითითებებისა და სტრატეგიული განხილვების მიუხედავად, ერთ რამეს თავს ვერასოდეს აარიდებ – ცვლილებას. მისი დრო სწორედ მაშინ დგება, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები ან როდესაც ყველაზე ნაკლებად ისურვებდი. ცვლილება ცვლის შენს ყოველდღიურობას, გამოჰყავხარ კომფორტის ზონიდან, შენგან კი სწრაფ ადაპტაციას ითხოვს. ცვლილება შენი ცხოვრების მუდმივი თანმდევია, შენ კი სწავლობ, თუ როგორ აუღო ალღო […]