betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A-დივიზიონის მე-5 ტურის მატჩები 2 აპრილს გაიმართა. მე-5 ტურის შეხვედრებმა გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა. შეიძლება ითქვას, რომ გუნდებმა ერთმანეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს და მატჩების უმრავლესობაში, გამარჯვებული მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოვლინდა. ერთადერთი გამონაკლისი, betlive კალათბურთის მოყვარულთა ლიგის სტაჟიანი ბინადრის “ლიბერთის” მატჩი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ “ლიბერთი” ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა და მიმდინარე სეზონშიც წარმატებულად ასპარეზობს. […]
ლუკა ალავიძე: “ჩვენ ვართ პირველები, ვინც ასეთი დონის ტურნირზე ვთამაშობთ”
ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირზე ზაზა ფაჩულიას U18-მა გუნდმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა “ოლიმპიაკოსი” 78:72 დაამარცხეს. Live.Ge მატჩის საუკეთესო მოთამაშეს, “ზაზა ფაჩულიას აკადემიის” გამთამაშებელს, ლუკა ალავიძეს დაუკავშირდა. 16 წლის კალათბურთელმა 21 ქულა, 9 მოხსნა და 7 გადაცემა მიითვალა. „ზაზას ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“ არის პირველი ქართული გუნდი, რომელიც ასეთი დონის ასაკობრივ ტურნირზე იღებს მონაწილეობას. პირველ რიგში, ამ […]
ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ოლიმპიაკოსი დაამარცხა!
ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირზე ზაზა ფაჩულიას U18-მა გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა “ოლიმპიაკოსი” 78:72 დაამარცხეს. ზაზას აკადემიის რიგებში საუკეთესო ლუკა ალავიძე იყო, რომელმაც ბერძნების წინააღმდეგ 21 ქულა, 7 გადაცემა, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ 10 მოხსნა ჰქონდა ვაჩე გეგეშიძეს. დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოდგა და შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა. ბოლო მეოთხედის წინ […]
პირველი მატჩი ახალგაზრდულ ევროლიგაზე – ზაზა ფაჩულიას აკადემია ბარსელონას შეხვდა
„ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“ გახდა პირველი საკალათბურთო აკადემია რეგიონში, რომელიც 25 მარტიდან ევროლიგის 2022 წლის ახალგაზრდულ ტურნირზე იღებს მონაწილეობას, რაც უდიდესი წარმატება და პატივია, როგორც ზაზა ფაჩულიას აკადემიისთვის, აგრეთვე ქართული კალათბურთისა და ზოგადად ქვეყნისთვის. „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“ ახალგაზრდული ევროლიგის პირველ მატჩში “ბარსელონას” დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ მატჩში 14 ქულით, 64:78 დამარცხდა. მეორე მატჩს ქართველი […]
ევროლიგის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულიას აკადემია იასპარეზებს
სპორტული გამოცემები, ისევე როგორც ზოგადად მსოფლიო მედია, რუსეთ-უკრაინის ომმა და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიცვა. რუსეთის ფედერაციის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უმაღლესმა სპორტულმა ორგანოებმა ფაქტობრივად ყველა სპორტულ სახეობაში, რუსული კლუბები და სპორტსმენები ჩარჩოებში მოაქციეს. ამ სტატიის/სიახლის “არსებობაც” გარკვეულწილად სანქციებმა გამოიწვია, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ. 25 მარტიდან, ევროლიგის 2022 წლის ახალგაზრდული ტურნირი – Adidas Next Generation Tournament აიღებს […]