სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს ტურნირზე ნიკა ამაშუკელის დებიუტი 27 აგვისტოს, ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩზე შედგება. ამ შეხვედრაში ნიკა მთავარი მსაჯი იქნება. ამ მატჩის შემდეგ, ამაშუკელი ზელანდიაში დარჩება და 3 სექტემბერს “ოლ ბლექსისა” და “პუმების” მეორე მატჩში, ჰემილტონში, უკვე გვერდით მსაჯად იმუშავებს. ზაფხულის სერიებზე, 2 და 16 ივლისს ნიკამ სამხრეთ აფრიკისა და უელსის ორი თამაში იმსაჯა […]