გუშინ რუსეთის ჩემპიონატში საკმაოდ საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. 25 წლის ფორვარდი, ალექს სუტორმინი კარიერას პეტერბურგის “ზენიტში” გააგრძელებს. საქმე იმაშია, რომ რუსი ფეხბურთელი ყაზანურ გუნდში მიმდინარე წლის პირველ ივლისს “ორენბურგიდან” გადავიდა. ზუსტად 1 კვირაში, 8 ივლისს, სუტორმინი “ზენიტმა” გაიფორმა. “მადლობას გიხდით შესანიშნავი ერთი კვირისთვის,” – დაწერა სუტორმინმა.