ოფიციალურად: ანდრე ვილაშ-ბოაში მარსელის მთავარი მწვრთნელია
მაისი 28, 2019
105
“მარსელს” ახალი მთავარი მწვვრთნელი ჰყავს – ფრანგულ გუნდს პორტუგალიელი სპეციალისტი, ანდრე ვილაშ-ბოაში უხელმძღვანელებს. 41 წლის სპეციალისტთან “მარსელმა” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ანდრე ვილაშ-ბოაში ახალგაზრდა და ამასთან, ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. იმედი გვაქვს, ის ჩვენს გუნდს ახალ ენერგიას შემატებს. მას აქვს თანამედროვე ხედვა და დარწმუნებულები ვართ, რომ მასთან ერთად წარმატებას მივაღწევთ,” აღნიშნა გუნდის გენერალურმა დირექტორმა, ჟაკ-ანრი ეირომ. […]