კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ჟირონასთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,წინა სეზონთან შედარებით, შესანიშნავ მდგომარეობაში ვართ – ლა ლიგაში ვლიდერობთ, კოპა დელ რეის ნახევარფინალში გავედით და სუპერთასი მოვიგეთ. მშვენიერი პერიოდია. ეს ,,ბარსელონაა” და ჩვენ ,,ჟირონას” უნდა მოვუგოთ. თუ ვერ გავიმარჯვებთ, კატასტროფა იქნება. მოდით, თამაშის დაწყებამდე, ჩვენი ამჟამინდელი პოზიციით დავტკბეთ. რთული შეხვედრა გველის. როგორც ,,ჟირონას” მწვრთნელმა თქვა, […]