ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, “ალმერიამ” “ჟირონა” სტუმრად, (1:0) დაამარცხა. ტრადიციულად, ანდალუსიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მაკარიძე, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაამთავრა და კარი მშრალადაც შეინახა. ესპანური გუნდის მაისურით ეს საქართველოს ნაკრების მეკარისთვის, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებული 21 შეხვედრიდან მერვე მატჩი იყო, რომელშიც გოლი არ გაუშვა. 30 წლის ქართველი გოლკიპერი მოედანზე მყოფ ორივე […]