,,ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, მიუნხენურ გუნდში ჟოაო კანსელუს გადასვლაზე ისაუბრა: ,,აინტრახტთან თამაშის შემდეგ ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მასთან წინასწარ არც კი მილაპარაკია. ჰასან სალიჰამიჯიჩმა თქვა, რომ შანსი გვქონდა. კანსელუს ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ის ფლანგის მცველია, რომელიც შეტევაში მონაწილეობას ხშირად მიიღებს,” – განაცხადა სპეციალისტმა. კანსელუ ,,ბაიერნში” იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მიუნხენური გრანდისა და ,,მანჩესტერ სიტის” […]