ჟორჟინიომ “ტოტენჰემთან” რეკორდი დაამყარა
საინტერესო რეკორდი, რომელიც შეიძლება ანტირეკორდადაც მოვიხსენიოთ, დაამყარა “ჩელსის” იტალიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ. “არისტოკრატების” 50 მილიონიანმა შენაძენმა უკვე 2332 პასი გააკეთა ისე რომ ამ პასებში არც ერთი არ აღმოჩნდა საგოლე. წინა რეკორდსმენები “სუონსის” ლეონ ბრიტონი (2200 პასი 2011-2012 წლების სეზონი) და “ბირმინგემის” ბარი ფერგიუსონი (2168 პასი 2009-2010 წლების სეზონი) არიან. ლონდონური დერბი “ჩელსიმ” 2:0 მოიგო.
ჟორჟინიოს უცნაურად შესრულებული პენალტით ჩელსიმ ტოტენჰემი გამოაგდო (ვიდეო)
ინგლისის ლიგის თასზე გამართულ განმეორებით შეხვედრაში ლონდონური დერბი გაიმართა – 180 წუთში “ჩელსიმ” და “ტოტენჰემმა” ერთთმანეთს 2-2 გოლი გაუტანეს და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც “ჩელსის” ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ პენალტი ორიგინალურად შეასრულა.
ჟორჟინიოს საინტერესო სტატისტიკა ჩელსის შემადგენლობაში
ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ ჟორჟინიოს, რომელიც ზაფხულში “არისტოკრატებში” “ნაპოლიდან” გადავიდა, საინტერესო სტატისტიკით გამოირჩევა, საქმე იმაშია რომ იტალიელ ფეხბურთელს “ლურჯების” შემადგენლობაში უკვე 2 000 ზუსტი გადაცემა აქვს გაკეთებული და აქედან არც ერთი არ აღმოჩნდა საგოლე, რაც ბრიტანელი სტატისტიკოსების მიერ მოყვანილი მაჩვენებლებიდან გამომდინარე უიშვიათესი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ ჟორჟინიოს ამ მაჩვენებელს ყოველი მატჩის შემდეგ ითვლიან და საინტერესოა როდის გააკეთებს […]
ჩელსის ნახევარმცველმა რეკორდი გაიმეორა
2003-04 წლების სეზონიდან მოყოლებული, პრემიერლიგის მასშტაბით, ერთი მატჩის განმავლობაში არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია ზუსტი გადაცემა 180-ზე მეტჯერ, თუმცა გუშინ “ჩელსის” ნახევარმცველმა ჟორჟინიომ აღნიშნული რეკორდი გაიმეორა. ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით გამართული შეხვედრა, რომელშიც “ვესტ ჰემი” “ჩელსის” დაუპირისპირდა, ფრედ 0:0 დასრულდა. “არისტოკრატთა” ნახევარმცველმა სწორედ აღნიშნულ მატჩში შეძლო უნიკალური რეკორდის გამეორება.