კომპანია “ამაზონი” “ტოტენჰემის” შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს, რომელსაც პრემიერლიგის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. ეტაპობრივად, წინასწარი ვიდეოები ვრცელდება, სადაც ფილმის მონაკვეთები ჩანს. ამჯერად, BBC-ის საშუალებით, საინტერესო ვიდეო გამჟღავნდა, სადაც ჩანს, რომ ჟოზე მოურინიო ვარჯიშზე, თავისი გუნდის ფეხბურთელებს, საკუთარი სახელის სწორად გამოთქმას ასწავლის. “განსაკუთრებული” ტანგანგასთან მიდის და ეკითხება თუ როგორ უნდა გამოთქვას მისი სახელი სწორად, შემდეგ კი ამბობს, […]