,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ,,ფეიენოორდთან” გასამართ კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,ეს მიმდინარე სეზონში ევროტურნირზე ჩვენთვის მე-15 მატჩი იქნება. აგვისტოში დავიწყეთ და ბევრი ვიმოგზაურეთ. სერია ა-ში ქულების დაკარგვით მძიმე ფასი გადავიხადეთ. როცა სატურნირო ცხრილს ვუყურებ, ამ შეხვედრებზე და მსაჯების შეცდომებზე ვფიქრობ. კონფერენს ლიგა რთული ტურნირია და ფინალის მოგებით შეგვიძლია, ისტორიაში შევიდეთ. რა თქმა უნდა, […]