ლუკაშ მოურამ მოურინიო დაახასიათა
“ტოტენჰემის” ნახევარმცველმა ლუკაშ მოურამ, რომელიც ჰარი კეინის ტრავმის შემდეგ თავდამსხმელის პოზიციას დაუბრუნდა, გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. “ეს არის ადამიანი, რომელიც აანალიზებს მეტოქეს და თავის ფეხბურთელებთან ერთად ტაქტიკის განხილვა უყვარს. მას მოსწონს გუნდური მუშაობა, ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ კომპაქტურად ვითამაშოთ, ისე, რომ გუნდის ყველა წევრი ჩართული იყოს. ის ჩვენ თავისუფლებას გვანიჭებს, ცდილობს გამოიყენოს ჩვენი […]
პრემიერ ლიგის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი
ინგლისის ჩემპიონატში უდავოდ ყველაზე გამორჩეული სპეციალისტები მუშაობენ, პრემიერ ლიგის გუნდის მწვრთნელობა ნებისმიერისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოგება ძალიან რთულია, მაგალითად, “ლივერპულს” ჩემპიონობისთვის 30 წელი დასჭირდა. ინგლისურ კლუბებში მუშაობენ ისეთი სპეციალისტები, როგორებიც არიან: ჟოზე მოურინიო, პეპ გვარდიოლა, იურგენ კლოპი და კარლო ანჩელოტი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “ქალაქელთა” ესპანელმა დამრიგებელმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე […]
ჟოზე მოურინიო 2015 წელს: “ტოტენჰემს არ გავწვრთნიდი”
11-თვიანი იძულებითი შვებულების შემდეგ, ჟოზე მოურინიო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. “განსაკუთრებული ” “ტოტენჰემს” მაურიციო პოჩეტინოს შემცვლელად მოევლინა, თუმცა მცირე შანსია იმისა, რომ “დეზების” თავკაცობა პორტუგალიელი სპეციალისტის ოცნების სამსახური იყო. ჟოზეს, რომელსაც წარსულში პრემიერლიგის ორ სხვადასხვა კლუბში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსიში” უმუშავია, “ტოტენჰემის” მიმართ განსაკუთრებული სიმპატიები არასდროს ჰქონია, სამაგიეროდ ამ კლუბში დასაქმების პერსპექტივა უწინაც ჰქონდა, თუმცა უარი […]
მოურინიო რუსულ ტელეარხზე გადაცემას წაიყვანს
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო რუსულ ტელეარხზე გადაცემას წაიყვანს. წყაროს მტკიცებით, პორტუგალიელი სპეციალისტი ტელეკომპანია RT-ის ეთერში საკუთარი საფეხბურთო შოუს წამყვანი გახდება. 56 წლის მოურინიო საკუთარ გადაცემაში ჩემპიონთა ლიგის მატჩების ანალიზს მოახდენს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოურინიომ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “გადაცემაში ფეხბურთის შესახებ ვისაუბრებ. სხვას რას ელოდით ჩემგან? ჩემი კარიერის გასული ეტაპის დასრულების შემდეგ ყველას აინტერესებდა […]
მოურინიო: “ჩელსის სიყვარული ლამპარდს წარმატებულ მწვრთნელად აქცევს”
გუნდიდან მაურისიო სარის წასვლის შემდეგ, “არისტოკრატების” მთავარი მწვრთნელის პოსტი ფრენკ ლამპარდმა ჩაიბარა. “ჩელსის” ლეგენდარული ნახევარმცველი ახლა უკვე მწვრთნელის რანგში შეეცდება წარმატების მიღწევას. ჟოზე მოურინიოს მტკიცებით, “ჩელსის” სიყვარული ფრენკ ლამპარდს წარმატებულ მწვრთნელად აქცევს. პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ლამპარდს ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ “არისტოკრატებთან” ერთად წარმატებას მიაღწიოს. “მასში ყოველთვის ვხედავდი საოცრად დიდ პროფესიონალს. იღბლიანი ვარ, რომ […]
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჟოზე მოურინიო დასაჯა
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი მორიგ უსიამოვნებაში გაეხვა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჟოზე მოურინიო უხამსი საქციელის გამო დასაჯა. “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ნიუკასლის” დაპირისპირების დასრულების შემდეგ მიცემული ინტერვიუს დროს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მისთვის ჩვეული მაგრამ პროფესიონალი მენეჯერისათვის შეუფერებელი ქცევით დაგვამახსოვრა თავი. “ტელეკამერების წინ ჟოზე მოურინიოს გამოსვლა იყო აგრესიული, შეურაცხმყოფელი და უხამსი”, – აღნიშნულია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. […]
მოურინიოს რომაში ბარსელონას ფეხბურთელის ხილვა სურს
პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს, რომელიც მომავალ სეზონში ,,რომას” მთავარი მწვრთნელი გახდება, იტალიურ გუნდში ,,ბარსელონას” ფეხბურთელის გადაყვანა სურს. ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია კატალონიელთა შემტევზე – ფრანსისკო ტრინკაუზე. ,,ბარსელონას” პორტუგალიელის გაყიდვა არ სურს, თუმცა ფორვარდის არენდით გაშვებას განიხილავს. ტრინკაუ ,,ბარსელონაში” 2020 წელს ,,ბრაგადან” გადავიდა და ,,ბლაუგრანასთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე […]
ტოტი: ,,სერია ა-ში მომუშავე ყველა მწვრთნელს ერთად არ მოუგია იმდენი ტიტული, რამდენიც ჟოზემ მოიგო”
,,რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ, დედაქალაქური გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა: ,,შეცდომა იქნება იმის თქმა, რომ პრობლემა მოურინიოშია. იტალიის ჩემპიონატში მომუშავე ყველა მწვრთნელს ერთად არ მოუგია იმდენი ტიტული, რამდენიც ჟოზემ მოიგო. მის წინაშე ქუდი უნდა მოვიხადოთ. რომა მოურინიოს უნდა დაეყრდნოს. ის შესანიშნავი სპეციალისტი, მოტივატორი და მენეჯერია. მან იცის, როგორ უნდა იმუშაოს გუნდთან, რა უნდა გააკეთოს […]
მოურინიომ ბოდიში მოიხადა
სოციალურ ქსელებში ჟოზე მოურინიოსა და “ტოტენჰემის” სამი ფეხბურთელის ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა. პორტუგალიელი სპეციალისტი “სპურსის” ფეხბურთელებს ჩრდილო-ლონდონის პარკში ავარჯიშებს. გავრცელებულ კადრებს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა – თვითიზოლაციის წესებისა და სოციალური დისტანციის დარღვევის გამო, მოურინიო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მოურინიომ დევიდსონ სანჩესი, რაიან სესენიონი და ნტანგი ნდომბელე სოციალური დისტანცირების წესების უგულვებელყოფით, ჩრდილო-ლონდონის ერთ-ერთ პარკში ავარჯიშა. გულშემატკივართა კრიტიკას გამოეხმაურა ჟოზე […]
BREAKING: ტოტენჰემმა ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა
ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი აღარაა – ლონდონური კლუბი პორტუგალიელ სპეციალისტს არასახარბიელო შედეგების ფონზე დაემშვიდობა. მოურინიოსთან ერთად, გუნდს სამწვრთნელო შტაბიც ტოვებს – ჟოაუ საკრამენტუ, ნუნო სანტოსი, კარლოს ლალინი და ჯოვანი კერა. “ტოტენჰემი” ამჟამად პრემიერ ლიგაში მეშვიდე პოზიციას იკავებს და მეოთხეადგილოსან “ვესტ ჰემს” 5 ქულით ჩამორჩება. “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 86 მატჩში, მოურინიომ მხოლოდ 44-ის მოგება […]
მოძველებული მეთოდები: ფეხბურთელები და უფროსები ჟოზეს ემდურებიან
ინგლისურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს არ ემადლიერება. ანალოგიური განწყობა აქვს ლონდონური გუნდის ფეხბურთელთა ნაწილს. რაც შეეხება მიზეზს, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ “დეზები” მიჯრით ოთხი მატჩის მოგებას ვერ ახერხებენ, წვრთნის სტილი კი მოძველებული და პრიმიტიულია, რაც სავსებით განსხვავდება გუნდის წინა მესაჭის მაურისიო პოჩეტინოს მეთოდებისგან. 23 ტურის შემდეგ, “ტოტენჰემს” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 31 […]
მოურინიოს ემოციური პასუხი: “შობის დღეს ჩემი ძაღლი მოკვდა”
დღეს “ბოქსინგ დეია”. პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩში “ტოტენჰემმა” შინ “ბრაიტონი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. როგორც მოგეხსენებათ, ქრისტიანული სამყაროს დიდმა ნაწილმა შობა გუშინ, 25 დეკემბერს აღნიშნა. ჟურნალისტებმა “ტოტენჰემისა” და “ბრაიტონის” შეხვედრის დაწყებამდე ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ჰკითხეს, თუ როგორ გაატარა მან შობა, პორტუგალიელი სპეციალისტის პასუხი კი ძალიან ემოციური გამოდგა: “სამწუხაროდ, გუშინ ჩემი ძაღლი მოკვდა, ის […]