წლების მანძილზე ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, გახდა ბევრად ძალისმიერი, ვიდრე ადრე იყო, მწვრთნელები ადგენენ ახალ, განსხვავებულ სათამაშო სქემებს და ტაქტიკებს. მოთამაშეებს თანამედროვე ფეხბურთში რამდენიმე პოზიციაზე თამაში მოეთხოვებათ, მაგალითად, ამპლუით მარჯვენა მცველი ერთ დღეს შეიძლება ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მოგვევლინოს, მეორე დღეს კი ცენტრალურ მცველად. მაგრამ ფეხბურთში, ალბათ, არაფერი არ შეცვლილა ისე, როგორც სატრანსფერო ბაზარი. სატრანსფერო ბაზარი განსაკუთრებით […]