მოურინიო შესაძლოა ბაიერნის მწვრთნელი გახდეს
დიდი ალბათობით, მიუნხენის “ბაიერნი” მიმდინარე სეზონის შემდეგ, ნიკო კოვაჩს დაითხოვს. “აინტრახტის” ყოფილ დამრიგებელს, რომელმაც იუპ ჰაინკესი ჩაანაცვლა, მიუნხენურ კლუბში აშკარად პრობლემები აქვს. “რეკორდმაისტერი” ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, ბუნდესლიგაში კი დიდი ხნის განმავლობაში მე-3 პოზიციას იკავებდა. Don Mercato-ს ინფორმაციით, კოვაჩს ახალ სეზონში ჟოზე მოურინიო ჩაანაცვლებს. პორტუგალიელი მანჩესტერის დატოვების შემდეგ უმუშევარია. საინტერესოა, რომ ჟოზეს “ლიონის” […]
მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “სამეფო კლუბის” ახლადდაბრუნებულ მთავარ მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.
მოურინიო: “მბაპე მესისა და რონალდუზე ძვირადღირებულია”
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ “პსჟ”-ს ვარსკვლავის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. მოურინიო ფიქრობს, რომ ფრანგი თავდამსხმელი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია მსოფლიოში. “როდესაც მბაპეზე საუბრობ, საჭირო არ არის იმაზე ფიქრი, თუ როგორი იქნება ის 5-10 წელში. უბრალოდ უნდა ფოკუსირდე ახლანდელ დროზე, კილიანი უკვე შეუჩერებელია. სატრანსფერო მარკეტის, რონალდუსა (34) და მესის ასაკის (31) გათვალისწინებით, მბაპე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა,” […]
მოურინიოს 2005/06 წლების საიდუმლო ჩანაწერი საჯარო გახდა
ინგლისურ მედიაში საკმაოდ საინტერესო ჩანაწერები გავრცელდა. 2005/06 წლების სეზონში, ჟოზე მოურინიოს “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში უწევდა. პორტუგალიელი სპეციალისტი და მისი თანაშემწე, ანდრე ვილაშ-ბოაში “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს დააკვირდნენ და მათზე საბოლოო ანგარიში ჩამოაყალიბეს. კარლეს პუიოლის შესახებ: “აგრესიული და ძალიან ემოციური. მის წინააღმდეგ დანიშნულ ჯარიმებზე გიჟდება და პროვოკაციაზეც მიდის. პოზიციის შერჩევა უჭირს, რადგან ფორვარდებს ნახევარდაცვაში ამოყვება […]
მოურინიმ ჩემპიონთა ლიგაზე სასურველი წყვილები დაასახელა
დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. აღნიშნულ ეტაპზე 4 ინგლისური გუნდი გავიდა – “სიტი”, “იუნაიტედი”, “ლივერპული” და “ტოტენჰემი”. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთ რუსულ არხთან თავისი სასურველი წყვილები დაასახელა. “მინდა, რომ ინგლისური გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ყველანაირი უპირატესობის გარეშე. უმჯობესი იქნება თუ მეოთხედფინალში ორ პრემიერლიგურ წყვილს მივიღებთ, რადგან ამით 1/2 ფინალში ორი ინგლისური გუნდი გავა. […]
მოურინიოს რეალში პრემიერლიგის ფეხბურთელების მიყვანა უნდოდა
ჟოზე მოურინიოს მადრიდის “რეალში” მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ დიდი გეგმები ჰქონდა. ესპანური მედიოს ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტს “ბლანკოსში” ვან დაიკისა და დე ხეას მიყვანა უნდოდა. მოურინიო მადრიდელთა პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს არწმუნებდა, რომ ეს პოზიციები გუნდში ყველაზე პრობლემური იყო. შეგახსენებთ, რომ მედიაში მოურინიოს “რეალში” დაბრუნების შესახებ იწერებოდა, თუმცა “თეთრებს” სათავეში კვლავ ზინედინ ზიდანი ჩაუდგა.
ერერა მოურინიოს მადლობელია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, ანდერ ერერამ ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ბევრი თანაგუნდელისგან განსხვავებით, ესპანელს “წითელი ეშმაკების” ყოფილ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. “ერთადერთი, რაც მოურინიოს შემიძლია ვუთხრა არის მადლობა, რადგან ჟოზემ განმავითარა, როგორც ფეხბურთელი. მან გუნდისთვის ყველაფერი გააკეთა. პირველი სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა, მეორეში კი თასის ფინალში წავაგეთ. პორტუგალიელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. როდესაც “იუნაიტედი” […]
რატომ არის იუნაიტედის ტრავმების ეპიდემია მოურინიოს ბრალი?!
“მანჩესტერ იუნაიტედში” ტრავმების ეპიდემიაა. ოლე გუნარ სოლსკიაერს ძირითადი შემადგენლობის 10 ფეხბურთელი დაემტვრა. ინგლისურმა გამოცემამ – Goal.Com აღნიშნული პრობლემა “იუნაიტედის” ყოფილ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს დააბრალა. სტატიაში საუბარია რამდენიმე მთავარ მიზეზზე. პირველ რიგში ნათქვამია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას არ აძლევდა. ამასთან ერთად, როგორც ჩანს, სოლსკიაერისგან განსხვავებით, მოურინიოს ტაქტიკაში არ შედიოდა ბევრი სირბილი. გადაადგილება ბურთთან ერთად, […]
მოურინიომ მანჩესტერზე ირონიული განცხადება გააკეთა
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ არ უყურებს “მანჩესტერ იუნატედის” თამაშებს “პსჟ”-სთან, რადგან კარგად იცნობს პრემიერლიგის ფეხბურთელებს. “არა, მატჩისთვის არ მიყურებია. ფეხბურთს ხანდახან ვუყურებ. ვამჯობინებ სხვა ჩემპიონატების ყურებას. პრემიერლიგაში ყველა ფეხბურთელი ვიცი. მე ჩემს თავს საფრანგეთში ვხედავ. მე ოთხ განსხვავებული ლიგის გუნდი გამიწვრთნია. მომწონს ახალი კულტურის სწავლა და შეცნობა. ახალ ქვეყანაში მოღვაწეობა შესანიშნავი გამოცდილება იქნებოდა”, – განაცხადა […]
მოურინიო: “არ არის გამორიცხული ფრანგული კლუბი ჩავიბარო”
ჟოზე მოურინიომ შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატის კლუბი ჩაიბაროს.
მოურინიო რუსულ ტელეარხზე გადაცემას წაიყვანს
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო რუსულ ტელეარხზე გადაცემას წაიყვანს. წყაროს მტკიცებით, პორტუგალიელი სპეციალისტი ტელეკომპანია RT-ის ეთერში საკუთარი საფეხბურთო შოუს წამყვანი გახდება. 56 წლის მოურინიო საკუთარ გადაცემაში ჩემპიონთა ლიგის მატჩების ანალიზს მოახდენს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოურინიომ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “გადაცემაში ფეხბურთის შესახებ ვისაუბრებ. სხვას რას ელოდით ჩემგან? ჩემი კარიერის გასული ეტაპის დასრულების შემდეგ ყველას აინტერესებდა […]