“რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ევროპის კონფერენს ლიგის მერვედფინალში ნიდერლანდურ არნემის “ვიტესთან” ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რითაც მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში (2:1) იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტი ასევე “ლაციოსთან” გასამართ რომაულ დერბის შეეხო და მეტოქისა და მისი მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის შესახებ იხუმრა კიდეც. “ცხადია, არ ვარ ბედნიერი იმით, რომ დღეს […]
ჟოზე მოურინიო: “სევილიასთვის ფინალი ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენთვის კი განსაკუთრებული შემთხვევა”
უეფას ევროპა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ფინალური შეხვედრის წინ, “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა და “სევილიასთან” მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “ჩვენ ვიმსახურებთ ამ ფინალში თამაშს. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობდით. ეს გრძელი გზა იყო, არა ისეთი, როგორც ჩვენი მეტოქისთვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდა. ჩვენ გვინდა თამაში, დრო დადგა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ საუკეთესო […]
ჟოზე მოურინიო: “ჩემი მეთოდები შეუდარებელია”
პრემიერ ლიგის 25-ე ტურში “ვესტ ჰემმა” ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემს” უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. “დეზებმა” პრემიერ ლიგაში ბოლო 6 შეხვედრიდან 5 წააგეს, მიუხედავად ასეთი წარუმატებელი სერიისა “ვესტ ჰემთან” წაგებული მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა უარყო მოსაზრება, რომ მას მიდგომების და საფეხბურთო ფილოსოფიის შეცვლა სჭირდება. “ვესტ ჰემთან” განცდილი მარცხის შემდეგ “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 9 […]
ჟოზე მოურინიო: “ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებითა და სიმშვიდით”
ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემი” ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ტიტულის ერთ-ერთი მაძიებელია. პირველ ტურში “ევერტონთან” განცდილი მარცხის შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდი დაუმარცხებელია, პრემიერ ლიგის ბოლო 9 შეხვედრაში “დეზებმა” 6 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით “ტოტენჰემს” ყველაზე ცოტა – 9 გოლი აქვს გაშვებული, რაც დაცვის კარგ თამაშზე მეტყველებს. 2020-21 წლების საკმაოდ შთამბეჭდავად დაწყების გამო […]
ჟოზე მოურინიო: აბრამოვიჩს რონალდინიოს ყიდვა სურდა
ჟოზე მოურინიო და “ჩელსი” ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არიან. “არისტოკრატების” აღმავლობა, სწორედ პორტუგალიელ სპეციალისტს უკავშირდება. მოურინიომ ლურჯებში შესანიშნავი ეპოქა შექმნა. ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი, დიდიე დროგბა გახლდათ. ამასთან დაკავშირებით პორტუგალიელმა ერთი ამბავი გაიხსენა: “2004 წელს, აბრამოვიჩმა მითხრა, რომ საკმარისი ფული აქვს რონალდინიოს შესაძენად, თუმცა მე უარი ვუთხარი და მის ნაცვლად დიდიე დროგბას ყიდვა ვთხოვე. რომანმა […]
ჟოზე მოურინიომ ალ ჰილალისგან შემოთავაზებულ დიდ ხელფასზე უარი თქვა
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიომ არაბული კლუბის შემოთავაზებაზე უარი თქვა. “ალ ჰილალმა” პორტუგალიელ სპეციალისტს წელიწადში 30 მილიონი ევრო შესთავაზა. მისი თქმით, ახლა ის მხოლოდ “რომაზე” არის კონცენტრირებული. აღსანიშნავია, რომ “ალ ჰილალისთვის” ეს პირველი უარი არ არის სახელოვანი ევროპელი მწვრთველისგან. რამდენიმე კვირით ადრე, არაბული კლუბი მასიმილიანო ალეგრიმაც უარით გაისტუმრა. ალეგრის შემთხვევაში ზუსტი თანხა […]
ჟოზე მოურინიომ ბენფიკას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ჟოზე მოურინიომ “ბენფიკას” გაწვრთნაზე უარი განაცხადა. მიუხედავად “ბენფიკას” პრეზიდენტის მტკიცებისა, რომ ნებისმიერ თანხას გაიღებდა მოურინიოს გადასაბირებლად – ჟოზეს ინტერესებში პორტუგალიური კლუბის გაწვრთნა არ შედის. “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გათავისუფლების შემდეგ, პორტუგალიელი სპეციალისტი თავისუფლებით ტკბება და სამშობლოში დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავს. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მოურინიო უკვე წვრთნიდა “ბენფიკას”, “უნიაო ლეირიასა” და “პორტუს” რის შემდეგაც “ჩელსი” ჩაიბარა. “პორტუგალიაში კვლავ დაბრუნების […]
ჟოზე მოურინიომ გარეთ ბეილის მომავალზე ისაუბრა
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გარეთ ბეილის მომავლის შესახებ კომენტარი გააკეთა. “მისი მომავლის შესახებ ჩვენ 1 წამითაც არ გვისაუბრია. გარეთის იჯარა სეზონის ბოლოს იწურება. მას სხვა საკითხების ჩვენთან განსახილველად 1 წამიც არ გამოუნახავს. “როგორც მახსოვს, აქ მოსვლის მთელი პირველი თვის განმავლობაში, ის ტრავმირებული იყო, თუმცა ჩვენ მას ფორმაში შესვლაში და ევროპის ლიგის მატჩებში თამაშში დავეხმარეთ. […]
ჟოზე მოურინიომ გერმანული ენის სწავლა დაიწყო
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ, გერმანული ენის სწავლა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განცხადება Goal.com-თან საუბრისას გააკეთა, რამაც გააჩინა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოურინიო მიუნხენის “ბაიერნს” ჩაიბარებს. “დიახ, ამჟამად გერმანულ ენას ვსწავლობ. ამისი მიზეზი მარტივია – მე უბრალოდ გერმანული ენა არ ვიცი, ამ დროს კი ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად, ფრანგულად და იტალიურად შემიძლია ლაპარაკი. ეს იმას არ ნიშნავს, […]
ჟოზე მოურინიომ ევრო 2020-ის ფავორიტი დაასახელა
23 ივნისს, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრები გაიმართება. მათ შორის, არამხოლოდ დღისა თუ ტურის, მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება შედგება: პორტუგალია – საფრანგეთი. წინა გათამაშების ფინალის განმეორების წინ გამოცდილმა სპეციალისტმა და “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პროგნოზი გააკეთა და ტურნირის ფავორიტიც დაასახელა. “ჩემთვის საფრანგეთი კვლავ ფავორიტია ამ ევროპის ჩემპიონატზე. ცუდი შედეგი უნგრეთის წინააღმდეგ […]
ჟოზე მოურინიომ ევროპული ფეხბურთი გააკრიტიკა
გუშინდელ სათამაშო დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა. იაპონიის ნაკრებმა გერმანია 1:2 დაამარცხა. ამ მარცხის შემდეგ, “რომას” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ევროპული ფეხბურთი გააკრიტიკა: „ვფიქრობ, ამ მომენტში ევროპულ ფეხბურთში დიდი ყურადღება ინდივიდებზეა გამახვილებული, რაც საერთო საქმეს ზიანს აყენებს. მე არასოდეს გამიწვრთნია იაპონელი, მაგრამ მიმუშავია აზიელ ფეხბურთელებთან. ჩემს შემთხვევაში, გამიმართლა, რადგან საუკეთესო აზიელ ფეხბურთელს, სონს […]
ჟოზე მოურინიომ მანჩესტერ სიტისთან მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემს” უმასპინძლა და დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ბოლო 6 შეხვედრიდან “დეზებმა” 5 წააგეს. “სიტისთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ჟოზე მოურინიომ: “რას ვფიქრობ თამაშზე? დასვენებული გუნდი დაღლილ გუნდს ეთამაშებოდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ, ჩვენ მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით და ბურთი ძელს მოვარტყით. გოლი რომ გასულიყო, […]