რა თანხას მიიღებს მოურინიო გაგდების შემდეგ
პრემიერლიგის გრანდის მიერ ნაჩვენები კატასტროფული რეზულტატების შემდეგ, მოურინიოს პოზიციები თანდათან სუსტდებოდა. საბოლოოდ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურმა პირებმა ჟოზე მოურინიო გაათავისუფლეს. საბოლოო კულმინაციად, პრემიერლიგის ისტორიულ მტერ, “ლივერპულთან” მარცხი იქცა. მერსისაიდელებთან, “ენფილდზე” დამარცხების პასუხად “წითელი ეშმაკების” ბოსებმა მოურინიო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო კომპენსაციის სახით დაახლოებით 24 მილიონ ფუნტს მიიღებს.
მოურინიო: “ლივერპულთან მარცხზე პასუხისმგებლობას ვიღებ”
“მანჩესტერ იუნაიტედმა” მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა – ჟოზე მოურინიოს გუნდმა პრინციპულ მეტოქესთან, “ლივერპულთან” გასვლაზე მატჩი ანგარიშით 3:1 დათმო. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მოურინიომ “ლივერპულთან” მარცხი შეაფასა: “ჩემმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მათზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს – “ლივერპულის” ფეხბურთელები სწრაფები და ფიზიკურად ძლიერები არიან. მათ ბურთით გადაადგილება საათში 200 მილის სიჩქარით შეუძლიათ. ასევე, […]
მოურინიო: “ორი გოლი გავიტანეთ და დავმარცხდით”
როგორც მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში სტუმრად “ვალენსიასთან” 2:1 დამარცხდა. მანკუნიანელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზემ მოურინიომ ფილ ჯონსის საკუთარ კარში გატანილ გოლზე და მატჩი პერიპეტიებზე ისაუბრა: ” ჩვენ ორჯერ გავიტანეთ მაგრამ მოგების ნაცვლად დავმარცხდით! თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და პირველ ნახევარში ძალიან პასიურები ვიყავით, მეორე ტაიმში მოვუმატეთ თუმცა ამბიციის ნაკლებობის გამო […]
მოურინიო: “14-ჯერ ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე და ყოველ ჯერზე შემდეგ ეტაპზე გავედი”
ჟოზე მოურინიომ “იანგ ბოიზთან” გამართული დაძაბული მატჩის შემდეგ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. მათ შორის მის კარიერაზე ევრო ტურნირებზე. “14-ჯერ ვიასპარეზე ჩემი გუნდებით ჩემპიონთა ლიგაზე და ყოველ ჯერზე ჯგუფური ეტაპი დავძლიე და პლეი ოფში გავედი. ხოლო ის ორი წელი, როდესაც ლიგაზე არ ვიყავი, ორივეჯერ ევროპა ლიგა მოვიგე” – განაცხადა “განსაკუთრებულმა”. ასევე ჟოზემ დევიდ დე ხეას შესანიშნავ […]
ჟოზე მოურინიოს კურიოზული რეაქცია მანჩესტერის გოლზე (ვიდეო)
მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებს აფრთხილებს
პორტუგალიელმა სპეციალისტმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ თუ მათ “ოლდ ტრაფორდზე” საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში დამატებითი წნეხის ქვეშ აქცევთ სახლში დარჩნენ. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” “იანგ ბოიზს” დაუპირისპირდება. “ოლდ ტრაფორდზე” გასამართი მატჩი ინტრიგის მატარებელია. საკუთარ კედლებში გამარჯვების ვერ მოპოვების შემთხვევაში, “მანჩესტერ იუნაიტედი” ანტი რეკორდს დაამყარებს. ევროტურნირებზე ჩატარებული უკანასკნელი სამი მატჩიდან “წითელმა […]
მოურინიო ბალოტელის შესახებ სახალისო ისტორიას ყვება (ქართული სუბტიტრებით)
პსჟ-ს ერიკ ბაილის შეძენა სურს
24 წლის ცენტრალური მცველის, ერიკ ბაილის შეძენა პარიზულ გრანდს სურს. ბაილის, რომელიც “იუნაიტედმა” ესპანური “ვილიარეალიდან” €38 მილიონად შეიძინა, ამჟამად გუნდში ცოტა სათამაშო დრო ეძლევა და ამასთან, კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი არცთუ სახარბიელო ფორმაში იმყოფება. მიმდინარე სეზონში ბაილიმ “მანჩესტერის” მაისურით მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, თუმცა მინდორზე იგი საშუალოდ 54 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ბაილის შეძენა არამარტო “პსჟ-ს”, არამედ […]
მოურინიო: “ჩემი ჟესტით იუვეს ფანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მსურდა”
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “იუვენტუსმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება ვერ შეძლო (1:2). შთამბეჭდავი ქამბექის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ გამომწვევი ჟესტი გააკეთა, რასაც “იუვენტუსის” ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გაბრაზება მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ, მოურინიომ განცხადება გააკეთა: “იტალიელები შეურაცხყოფას 90 წუთის განმავლობაში მაყენებდნენ, ჩემი ჟესტით მათთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მსურდა. პატივს ვცემ იუვენტუსს და მათი […]
მოურინიოს გამომწვევი ჟესტი და დაპირისპირება იუვენტუსის ფეხბურთელებთან
ჟოზე მოურინიო სტადიონზე ფეხით მივიდა
ტურინის “იუვენტუსთან” შეხვედრაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ფეხით მივიდა. აღნიშნულის მიზეზი ის იყო, რომ “იუნაიტედის” ავტობუსი საცობში მოხვდა, პრობლემების თავიდან აცილების მიზნით კი, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, მოურინიო ავტობუსიდან ჩამოვიდა და სტადიონამდე ფეხით იარა. პარასკევს “მანჩეტერ იუნაიტედს” UEFA-მ €15,000-ის გადახდა დააკისრა, რადგან “ვალენსიასთან” მატჩზე გუნდმა, იმავე მიზეზით, 5 წუთით დაიგვიანა. ჩვეულებისამებრ, “მანჩესტერი” საშინაო მატჩამდე Lowry […]
მოურინიო რეალში ბრუნდება?!
“ლევანტესთან” სამარცხვინო მარცხის შემდეგ, ფლორენტინო პერესი იმედგაცრუებას ვერ მალავს და ლოპეტეგის გუნდიდან გაშვებას გეგმავს. ესპანურ მედიაში გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო შესაძლოა მადრიდის “რეალში” დაბრუნდეს. წყაროს მტკიცებით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლოპეტეგის დღეები დათვლილია – მის პირველ შემცვლელად კი სწორედ მოურინიო განიხილება. El Chiringuito-მ ლოპეტეგის პოტენციურ შემცვლელთა შორის – ანტონიო კონტე, სანტიაგო სოლარი და არსენ ვენგერიც […]