მოურინიოს აზრით, წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას ჰანს ფლიკი იმსახურებდა
FIFA-მ 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა. “საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი” მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი სუპერვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რაც მოულოდნელობა არავისთვის ყოფილა. ფინალურ სამეულში ლევანდოვკისთან ერთად, ასევე იყვნენ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ. საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა “საუკეთესო მწვრთნელის” ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობა. “საუკეთესო მწვრთნელის” პრიზი “ლივერპულის” გერმანელ დამრიგებელს იურგენ კლოპს გადაეცა ზედიზედ მეორედ. კლოპთან ერთად ფინალურ […]
მწვრთნელები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს
გერმანულმა სტატისტიკურმა კომპანია Transfermarkt-მა, ფეხბურთის იმ მთავარი მწვრთნელების სია გამოაქვეყნა, რომელთაც 21-ე საუკუნეში სატრანსფერო საქმიანობაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს. 2021 წლის ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” რამდენიმე სუპერვარსკვლავი, თანაც მათი უმეტესობა უსასყიდლოდ გააფორმა, ისეთები, როგორებიც ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, ჯანლუიჯი დონარუმა, ჟორჟინიო ვინალდუმი და აშრაფ ჰაკიმი, რაც როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსფერო […]
,,რომას” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ,,იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ, განსაკუთრებით უკმაყოფილო მისი გუნდის მიერ ჩატარებული პირველი ტაიმით იყო: ,,შესვენებაზე ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ გამო მრცხვენოდა. საქმე ტაქტიკაში კი არა მათ დამოკიდებულებაშია. არ შეგვიძლია, რომ აქ ჩამოვიდეთ და ასე ვითამაშოთ. ჩემს დამხმარეს ისიც ვუთხარი, რომ 0:1-ისთვის ელოცა, რადგან ასეთი ტაიმის შემდეგ ეს შედეგი ფანტასტიკური იქნებოდა. ძალიან […]
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი: „მოურინიოს ახალ წლამდე გაუშვებენ“
„წითელი ეშმაკების“ ყოფილი ვინგერი დარწმუნებულია, რომ ბრაიტონთან მარცხი მანჩესტერში ძალიან ბევრი ცვლილების დასაწყისია. „მოურინიო გუნდისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა, პორტუგალიელი პოსტს 2019-მდე დატოვებს,“ აღნიშნა ლი შარპიმ.
მოურინიო: “14-ჯერ ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე და ყოველ ჯერზე შემდეგ ეტაპზე გავედი”
ჟოზე მოურინიომ “იანგ ბოიზთან” გამართული დაძაბული მატჩის შემდეგ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. მათ შორის მის კარიერაზე ევრო ტურნირებზე. “14-ჯერ ვიასპარეზე ჩემი გუნდებით ჩემპიონთა ლიგაზე და ყოველ ჯერზე ჯგუფური ეტაპი დავძლიე და პლეი ოფში გავედი. ხოლო ის ორი წელი, როდესაც ლიგაზე არ ვიყავი, ორივეჯერ ევროპა ლიგა მოვიგე” – განაცხადა “განსაკუთრებულმა”. ასევე ჟოზემ დევიდ დე ხეას შესანიშნავ […]
რატომ არის იუნაიტედის ტრავმების ეპიდემია მოურინიოს ბრალი?!
“მანჩესტერ იუნაიტედში” ტრავმების ეპიდემიაა. ოლე გუნარ სოლსკიაერს ძირითადი შემადგენლობის 10 ფეხბურთელი დაემტვრა. ინგლისურმა გამოცემამ – Goal.Com აღნიშნული პრობლემა “იუნაიტედის” ყოფილ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს დააბრალა. სტატიაში საუბარია რამდენიმე მთავარ მიზეზზე. პირველ რიგში ნათქვამია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას არ აძლევდა. ამასთან ერთად, როგორც ჩანს, სოლსკიაერისგან განსხვავებით, მოურინიოს ტაქტიკაში არ შედიოდა ბევრი სირბილი. გადაადგილება ბურთთან ერთად, […]
მოურინიო – ტოტენჰემს ოთხეულში მოხვედრის ყველაზე კარგი შანსი აქვს
პრემიერ ლიგის 27-ე ტურში ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემი” ფრენკ ლამპარდის “ჩელსის” დაუპირისპირდება. მატჩამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი და პორტუგალიელმა საკუთარი გუნდის შანსებზე ისაუბრა. “დღეს მე ბევრი ფეხბურთელი მაკლია და წინასწარ არ ვიცი გუნდი რა ტაქტიკით ითამაშებს. მაქსიმალურად შევეცდები, რომ შემადგენლობა ოპტიმალური იყოს.” “”ტოტენჰემს” ყველაზე კარგი შანსი აქვს, რომ ოთხეულში შევიდეს. “მანჩესტერ იუნაიტედი”, “შეფილდი” , “ვულვზი”, “ევერტონი”, […]
ჰარი კეინი: “მოურინიომ ტოტენჰემს თავისი ხელი დაატყო”
ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის შეხვედრაში, “ლესტერთან (3:0) გამარჯვების შემდეგ, “ტოტენჰემის” ლიდერმა ჰარი კეინმა თავისი გუნდის თამაშზე და მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. “ჟოზე მოურინიოსთვის “ტოტენჰემში” მოსვლა და გუნდისთვის საკუთარი ხელის დატყობა რთული იყო, მაგრამ ბოლო 3 გამარჯვების მეშვეობით ჩვენ ეს შევძელით. “ლესტერი” ერთ-ერთია იმ გუნდთაგან, რომელსაც მე ხშირად ვუტან. მას მერე, რაც გოლი გავიტანეთ, თამაშზე […]
“ტოტენჰემს” ლინგარდის დამატება სურს
Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტოტენჰემი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ ჯესი ლინგარდთან კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა. “წითელი ეშმაკების” ყოფილ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს 27 წლის მოთამაშის “დეზების” რიგებში ხილვა სურს. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. პრემიერ ლიგაში ლინგარდს იანვრის მერე არ უთამაშია, ფეხბურთელი ვერც “კრისტალ პალასთან” სეზონის პირველ შეხვედრაში მოხვდა “იუნაიტედის” განაცხადში. ლინგარდმა 2019-20 […]
ჟოზე მოურინიომ მანჩესტერ სიტისთან მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემს” უმასპინძლა და დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ბოლო 6 შეხვედრიდან “დეზებმა” 5 წააგეს. “სიტისთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ჟოზე მოურინიომ: “რას ვფიქრობ თამაშზე? დასვენებული გუნდი დაღლილ გუნდს ეთამაშებოდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ, ჩვენ მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით და ბურთი ძელს მოვარტყით. გოლი რომ გასულიყო, […]
მოურინიო: ,,პსჟ-სა და რეალის შეხვედრა არ მომეწონა, ინტერი-ლივერპული უკეთესი იყო”
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებზე ისაუბრა: ,,თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ… მწვრთნელის ამპლუაში ჩემპიონთა ლიგაზე 150-ზე მეტი შეხვედრა მაქვს ჩატარებული, ამიტომ, იმაზე არ ვდარდობ, რომ ახლა კონფერენს ლიგაზე ვთამაშობთ. ნოსტალგია არ მაქვს, დიდი მატჩები არ მინახავს. პსჟ-სა და რეალის შეხვედრა არ მომეწონა, ინტერი-ლივერპული უკეთესი იყო,” – განაცხადა პორტუგალიელმა. ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელი კარიერის განმავლობაში […]