რიკარდო კუარეჟმამ თურქული კლუბი დატოვა
რიკარდო კუარეჟმამ “ქაზიმფაშა” დატოვა. ინფორმაციას თურქეთის სუპერლიგის ბინადარი კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა “ქაზიმფაშაში” გადასვლა შარშან ზაფხულში გადაწყვიტა და კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ როგორც ჩანს, ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვა. პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა მანამდე 4 სეზონი “ბეშიქთაშში” გაატარა, სადაც 2-ჯერ თურქეთის ჩემპიონი, ერთხელ კი თასის მფლობელი გახდა. 2010 წელს, 36 წლის ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი მილანის […]
როგორ გაამართლა ჩელსის ახალგაზრდულმა ტრანსფერებმა?
“ჩელსის” ახალგაზრდა ტალანტების შეძენის დიდხნიანი “ტრადიცია” აქვს. ისტორიის მანძილზე “ლურჯებში” უამრავმა ახალგაზრდამ ითამაშა, რომელზეც დიდი იმედები მყარდებოდა. ზოგმა გაამართლა, ზოგმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. ჩვენ შემოგთავაზებთ “არისტოკრატების” ახალწვეულებს, რომლებიც ლონდონურ კლუბში საკმაოდ მცირე ასაკში გადავიდნენ. გლენ ჯონსონი (£6 მილიონი) სიაში პირველია ინგლისელი გლენ ჯონსონი, რომელიც 2003 წლის ივლისში, 18 წლის ასაკში, ლონდონურ კლუბში “ვესტ […]
როდის დაბრუნდება პოგბა?
პოლ პოგბა ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესის ბოლო ეტაპზეა. ფრანგმა ნახევარმცველმა “მანჩესტერ იუნაიტედში” უკვე სრული დატვირთვით ივარჯიშა. მიუხედავად სავარჯიშო პროცესში ჩართვისა, 26 წლის ფეხბურთელი “ტოტენჰემთან” სათამაშოდ ჯერ მზად მაინც არ არის. ინფორმაცია თავად ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა. “პოგბა სრულყოფილად მზად ჯერ არ არის, მან ვარჯიში დაიწყო, ბევრს შრომობს და სრული დატვირთვით ემზადება, მაგრამ მოედანზე გასასვლელად კიდე ცოტა […]
როი კინი: მანჩესტერ იუნაიტედი მტირალა ბავშვების გუნდად გადაიქცა
ლეგენდარული ირლანდიელი ფეხბურთელი როი კინი მანჩესტერ იუნაიტედს აკრიტიკებს. მან “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს “მტირალა” ბავშები უწოდა და სატურნირო ცხრილში მძიმე მდგომარეობის ფონზე ჟოზე მოურინიოს წარმატება უსურვა. როი კინმა ინგლისურ პრესასთან “მანჩესტერ იუნაიტედზე” ისაუბრა: “გუნდში არეული სიტუაციაა, ზოგ ფეხბურთელს არ მოსწონს ჟოზე მოურინიოსთან და სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა, ხოლო ზოგს კი პირიქით, რაც გუნდში არეულობას იწვევს. ყველაფერი შესაძლებელია, […]
რომას პირველი გოლი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით (ვიდეო)
სამუელ ეტო’ო გვარდიოლასა და მოურინიოს სამწვრთნელო სტილებს შორის უპირატესობას პორტუგალიელს ანიჭებს
39 წლის კამერუნელი ფორვარდი ბრწყინვალე კარიერის მანძილზე არაერთი საოცარი ფეხბურთელის თანაგუნდელი ყოფილა და არაერთ გამორჩეულ სპეციალისტთან უმუშავია. “ბარსელონაში” თამაშის პერიოდში მოთამაშემ უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორისაა მესისთან და გვარდიოლასთან ერთად 2008-09 წლის სეზონში მოგებული ტრებლი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი სწორედ ეტო’ომ გაიტანა მე-10 წუთზე. შემდეგ სეზონში კამერუნელი ფორვარდი “ინტერს” […]
სანჩესმა მოურინიოს ირონიულად ჰანს ციმერის მუსიკა მიუძღვნა
“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა, ალექსის სანჩესმა ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს დასცინა.
სასწრაფოდ: ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელად დაინიშნა
ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელია – აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო დაინიშნა. პორტუგალიელმა გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. ჟოზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რომელსაც კარიერაში 25 ტიტული აქვს მოგებული. ის წვრთნიდა ისეთ გუნდებს, როგორებიცაა პორტო, ინტერი, ჩელსი, მადრიდის რეალი და მანჩესტერ […]
საუთგეიტს პრობლემები აქვს
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი იმედგამაცრუებელი შედეგის შემდეგ, ფანები აქტიურად ითხოვენ საუთგეიტის წასვლას. ერთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, “მოლენიუზე”, ინგლისმა ვერ შეძლო იტალიის დაცვის გარღვევა და მატჩი 0:0 დასრულდა. საუთგეიტის პრობლემებს ისიც ემატება, რომ ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში, მის გუნდს, გამარჯვება ჯერ კიდევ არ მოუპოვებია. ინგლისს ჯგუფში იტალია, უნგრეთი და გერმანია ჰყავს. “სამი ლომი” ყველას ჩამორჩება […]
სახალისო რეაქციები მოურინიოს გაშვების შესახებ (ფოტო/ვიდეო)
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს გათავისუფლება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გავლეანიანი ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღმა, სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა სტატუსებიც ვრცელდება. გულშემატკივართა უმრავლესობა კმაყოფილია “მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. მათი ნაწილი საკმაოდ სახალისო და ორიგინალური მეთოდით გამოეხმაურა მოურინიოს დასჯას. “იუნაიტედის გულშემატკივრები, რომელთაც როგორც იქნა მოურინიოს გაშვება გაიგეს.” United fans hearing Mourinho […]
სერ ალექს ფერგიუსონი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
შოტლანდიელმა სპეციალისტმა “მანჩესტერ იუნაიტედში” 26 ისტორიული წელი გაატარა, რა დროშიც მან გუნდთან ერთად 38 ტიტული მოიგო. სერ ალექს ფერგიუსონი “წითელ ეშმაკებში” 1986 წელს მივიდა და მას შემდეგ მან ისტორია დაწერა. “ოლდ ტრაფორდზე” გატარებულ ტიტულოვან პერიოდში 78 წლის სპეციალისტმა 13 პრემიერ ლიგის, 5 ინგლისის თასის და 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო. წლების განმავლობაში შოტლანდიელმა ისეთი მოთამაშეები […]