ტოტენჰემს ტიმო ვერნერი და მარიო გიოტცე სურს
“მილანთან” კშიშტოფ პიონტეკის საკითხზე მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა და ახლა “ტოტენჰემი” სხვა შემტევებზე გადაერთო. ცნობილია, რომ ჰარი კეინი აპრილამდე ვერ დაბრუნდება, ამიტომ გუნდს აუცილებლად სჭირდება გაძლიერება. “ბილდის” ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომელიც მოურინიოს სურს. მთავარი კანდიდატები ტიმო ვერნერი და მარიო გიოტცე არიან. Update @SpursOfficial: the negotiations to buy Willian José are complicated, that […]
ტოტენჰემი თავისუფალ აგენტებზე ნადირობს – რუსეთის ნაკრების ფორვარდი პრემიერლიგას უახლოვდება
“ტოტენჰემი” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ინგლისური პრესის თანახმად, ლონდონური კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არტიომ ძიუბა იქნება. გარდა გამოცდილი რუსი ფორვარდისა, “დეზების” კიდევ ერთი მოსალოდნელი ტრანსფერი “პსჟ-ს” მცველის ტომას მუნიეს დამატება იქნება. ორივე ფეხბურთელს საკუთარ კლუბთან კონტრაქტი უახლოეს დღეებში ეწურება და ჟოზე მოურინიოს მათი დამატება დანახარჯის გარეშე შეეძლება. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური […]
“იქნებ, მოურინიო ექიმია?”- გვარდიოლა
პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ერთმანეთს ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემი” და პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” შეხვდებიან. ამ ორი სპეციალისტის დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მათი პრინციპული მეტოქეობის გამო. განსაკუთრებული დაძაბულობა პეპსა და ჟოზეს შორის მათი ესპანეთში მუშაობის პერიოდში იგრძნობოდა, როცა გვარდიოლა “ბარსელონას”, ხოლო მოურინიო “რეალის” მთავარი მწვრთნელი იყო. რასაკვირველია, “ელ კლასიკოს” დაძაბულობა არასდროს აკლდა, მაგრამ ამ ორი […]
რომადან ლაციოში – პედრო პრინციპული მეტოქის ბანაკს შეუერთდა
ესპანელი შემტევი ნახევარმცველი, პედრო როდრიგესი კარიერას “რომადან” თანაქალაქურ “ლაციოში” გააგრძელებს. ესპანელმა ვინგერმა “ჯალოროსი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და “არწივებთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 34 წლის ფეხბურთელის მიერ “მგლების” დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიო იყო, რომელთანაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს დალაგებული ურთიერთობა არც ლონდონის “ჩელსიში” ჰქონია, პორტუგალიელის გუნდში მისვლის შემდეგ კი მხარეებმა ერთად თანამშრომლობის გაგრძელება არ განიზრახეს. […]
იტალიური მედია: შესაძლოა ჟოზე მოურინიო, ანტონიო კონტემ ჩაანაცვლოს
„ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიბაროს, – ამტკიცებს Football Italia.
მოურინიო: “ორი გოლი გავიტანეთ და დავმარცხდით”
როგორც მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში სტუმრად “ვალენსიასთან” 2:1 დამარცხდა. მანკუნიანელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზემ მოურინიომ ფილ ჯონსის საკუთარ კარში გატანილ გოლზე და მატჩი პერიპეტიებზე ისაუბრა: ” ჩვენ ორჯერ გავიტანეთ მაგრამ მოგების ნაცვლად დავმარცხდით! თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და პირველ ნახევარში ძალიან პასიურები ვიყავით, მეორე ტაიმში მოვუმატეთ თუმცა ამბიციის ნაკლებობის გამო […]
ერერა მოურინიოს მადლობელია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, ანდერ ერერამ ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ბევრი თანაგუნდელისგან განსხვავებით, ესპანელს “წითელი ეშმაკების” ყოფილ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. “ერთადერთი, რაც მოურინიოს შემიძლია ვუთხრა არის მადლობა, რადგან ჟოზემ განმავითარა, როგორც ფეხბურთელი. მან გუნდისთვის ყველაფერი გააკეთა. პირველი სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა, მეორეში კი თასის ფინალში წავაგეთ. პორტუგალიელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. როდესაც “იუნაიტედი” […]
მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია: “თავმდაბალი გავხდი”
ჟოზე მოურინიომ “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა. მისი თქმით, “მანჩესტერ იუნაიტედში” მიღებული გამოცდილების შედეგად, იგი უფრო მეტად თავმდაბალი ადამიანი გახდა. “მე თავმდაბალი ადამიანი ვარ და შემიძლია ჩემს კარიერას სრული ანალიზი გავუკეთო. მე ვეძებ შეცდომებს და ვპოულობ პასუხობს. ჩემი ანალიზის მთავარი პრინციპია – არ გადავაბრალო ჩემი შეცდომები სხვებს,” აღნიშნა მოურინიომ. პორტუგალიელმა, რომელიც ერთ დროს […]
ჟოზე მოურინიოს საშინელი სტატისტიკა
სულ ახლახანს დასრულდა მატჩი “ტოტენჰემსა” და “ნორვიჩს” შორის, სადაც გამარჯვებული სტუმართა გუნდი გახდა. შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა სადაც “ნორვიჩმა” 2:3 გაიმარჯვა. ეს პენალტების სერია მოურინიოსთვის იყო მეშვიდე, რომელიც მან ინგლისში მუშაობისას წააგო. პორტუგალიელმა 5-ჯერ “ჩელსით”, ერთხელ “იუნაიტედით” და ერთხელაც “ტოტენჰემის” მწვრთნელის რანგში დათმო თერთმეტმეტრიანების სერია. ასევე შეგახენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს კარიერაში ერთ-ერთი […]
მოურინიო: “ფერნანდეში ამ კომონენტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის ბრუნო ფერნანდეშის შესახებ ისაუბრა. “ფერნანდეშმა დაამტკიცა, რომ ის პენალტების შესანიშნავი შემსრულებელია. ის ამ კომპონენტით მსოფლიოში ერთ – ერთი საუკეთესოა. მან პენალტი მგონი 20-ჯერ დაარტყა და გაიტანა”, – თქვა “განსაკუთრებულმა” თანამემამულეზე. 25 წლის პორტუგალიელი, “წითელ ეშმაკებს” 2020 წლის იანვარში, ლისაბონის “სპორტინგიდან“, 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ნახევარ სეზონში მან […]
სამუელ ეტო’ო გვარდიოლასა და მოურინიოს სამწვრთნელო სტილებს შორის უპირატესობას პორტუგალიელს ანიჭებს
39 წლის კამერუნელი ფორვარდი ბრწყინვალე კარიერის მანძილზე არაერთი საოცარი ფეხბურთელის თანაგუნდელი ყოფილა და არაერთ გამორჩეულ სპეციალისტთან უმუშავია. “ბარსელონაში” თამაშის პერიოდში მოთამაშემ უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორისაა მესისთან და გვარდიოლასთან ერთად 2008-09 წლის სეზონში მოგებული ტრებლი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი სწორედ ეტო’ომ გაიტანა მე-10 წუთზე. შემდეგ სეზონში კამერუნელი ფორვარდი “ინტერს” […]