მოურინიო რონალდუს იუნაიტედში დაბრუნებას გამოეხმაურა
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე ისაუბრა: ,,თუ ,,იუვენტუსიც” ბედნიერია, რონალდუც და ,,მანჩესტერ იუნაიტედიც”, მაშინ ეს იდეალური გარიგებაა. ვფიქრობ, კრიშტიანუზე საუბარი ზედმეტია. ზედმეტია საუბარი იმაზე, ვინც თამაშობს, იგებს, გოლებს იტანს და 20 წელია ისტორიას ქმნის,” – განაცხადა მოურინიომ. ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” რონალდუს ტრანსფერი პარასკევს, 27 აგვისტოს, დაადასტურა. კრიშტიანუმ ბოლო სამი წელი ,,იუვენტუსში” […]
რომას პირველი გოლი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით (ვიდეო)
რომადან ლაციოში – პედრო პრინციპული მეტოქის ბანაკს შეუერთდა
ესპანელი შემტევი ნახევარმცველი, პედრო როდრიგესი კარიერას “რომადან” თანაქალაქურ “ლაციოში” გააგრძელებს. ესპანელმა ვინგერმა “ჯალოროსი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და “არწივებთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 34 წლის ფეხბურთელის მიერ “მგლების” დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიო იყო, რომელთანაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს დალაგებული ურთიერთობა არც ლონდონის “ჩელსიში” ჰქონია, პორტუგალიელის გუნდში მისვლის შემდეგ კი მხარეებმა ერთად თანამშრომლობის გაგრძელება არ განიზრახეს. […]
მწვრთნელები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს
გერმანულმა სტატისტიკურმა კომპანია Transfermarkt-მა, ფეხბურთის იმ მთავარი მწვრთნელების სია გამოაქვეყნა, რომელთაც 21-ე საუკუნეში სატრანსფერო საქმიანობაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს. 2021 წლის ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” რამდენიმე სუპერვარსკვლავი, თანაც მათი უმეტესობა უსასყიდლოდ გააფორმა, ისეთები, როგორებიც ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, ჯანლუიჯი დონარუმა, ჟორჟინიო ვინალდუმი და აშრაფ ჰაკიმი, რაც როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსფერო […]
მოურინიომ ბეტისთან ამხანაგურ მატჩში წითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)
მოურინიოს რევოლუცია: რომაში ვარჯიშისას დრონებს იყენებენ
“რომაში” ახლადდანიშნულმა ჟოზე მოურინიომ თავის სამწვრთნელო საქმიანობაში ახალი მეთოდების შეტანა განიზრახა. თანაც ეს მაშინ, როცა კრიტიკოსები პორტუგალიელ სპეციალისტს ასაკის მატებასთან ერთად, საქმის შესრულების ხარისხს უწუნებენ და ამბობენ, რომ მისი საქმიანობის სტილი, უბრალოდ დაბერდა… ჟოზემ ცვლილებების დაწყება წინასასეზონო შეკრებიდან გადაწყვიტა და “ჯალოროსის” ფეხბურთელებს საწვრთნელი პროცესის დროს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ავარჯიშებს. კონკრეტულად, საქმე იმაშია, რომ “განსაკუთრებულმა” იტალიის […]
პერესი: “რონალდუ იდიოტია, მოურინიო კი არანორმალური”
ესპანეთში ფლორენტინო პერესის ჩანაწერების გავრცელება გრძელდება: კასილასისა და რაულის “უდიდეს თაღლითებად” მოხსენიების შემდეგ, ამჯერად პერესის სამიზნეში კრიშტიანუ რონალდუ და ჟოზე მოურინიო მოხვდნენ. აუდიო ფაილებს კვლავ El Confidencial-ი ავრცელებს, რომლის წინააღმდეგაც, ფლორენტინო პერესი სასამართლო დავის წამოწყებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ჩანაწერი, სადაც “რეალის” პრეზიდენტი პორტუგალიელების შესახებ საუბრობს, 2012 წლის ოქტომბერშია გაკეთებული. “რონალდუ გიჟია, ნამდვილი იდიოტი, ავადმყოფი. ზოგს […]
ჟოზე მოურინიოს “რომას” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, იტალიურმა კლუბმა პირველი ტრანსფერი განახორციელა და პორტუგალიელი სპეციალისტის თანამემამულე მეკარე, რუი პატრისიუ დაიმატა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა, კლუბის პრეს-სამსახურმა, რომლის ცნობითაც, “ვულვზის” და ლისაბონის “სპორტინგის” ყოფილმა კარის დარაჯმა “მგლებთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ჯალოროსის” შემადგენლობაში იგი პირველნომრიან მაისურს მოირგებს. View this post on Instagram A post shared […]
მოურინიო: ,,არ მგონია, რომ ესპანეთი ისეთივე ძლიერი ნაკრებია, როგორიც იტალია”
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, იტალიის ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა: ,,ქვეყანა ეროვნულ ნაკრებთან ძალიანაა დაკავშირებული. ახლა რომში კარანტინში ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ აქ გუნდით ყველანი აღფრთოვანებულები არიან. ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდეც ასე თამაშობდა. მათი უკანა ხაზი ძალიან ძლიერია. დაკარგეს სპინაცოლა, რომელსაც მეც 6 თვე ვერ გამოვიყენებ. ახლა მის ნაცვლად ემერსონი ითამაშებს, რომელიც კარგი და გამოცდილი ფეხბურთელია, […]
ჟოზე მოურინიომ ევრო 2020-ის ფავორიტი დაასახელა
23 ივნისს, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრები გაიმართება. მათ შორის, არამხოლოდ დღისა თუ ტურის, მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება შედგება: პორტუგალია – საფრანგეთი. წინა გათამაშების ფინალის განმეორების წინ გამოცდილმა სპეციალისტმა და “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პროგნოზი გააკეთა და ტურნირის ფავორიტიც დაასახელა. “ჩემთვის საფრანგეთი კვლავ ფავორიტია ამ ევროპის ჩემპიონატზე. ცუდი შედეგი უნგრეთის წინააღმდეგ […]
,,საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ საშინლად ვარჯიშობს” – მოურინიო აზარზე
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ,,რეალ მადრიდის” შემტევზე – ედენ აზარზე ისაუბრა: ,,სიმართლე აზარის შესახებ არის ის, რასაც ხედავთ, ედენი საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ საშინლად ვარჯიშობს. წარმოიდგინეთ, როგორი მოთამაშე გახდებოდა, ვარჯიშების მიმართ პროფესიონალურად რომ იყოს განწყობილი. აზარი შესანიშნავი პიროვნებაა, ნამდვილი ოჯახის კაცი. ის ფეხბურთელთა ამ თაობას არ ჰგავს, ოჯახზე, ბავშვებსა და მშობლებზეა […]
მოურინიომ ხორვატიასთან მატჩისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობა შეარჩია
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ინგლისისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ხვალინდელი მატჩისთვის ინგლისელთა ძირითადი შემადგენლობა შეარჩია: ,,მეკარის პოზიციაზე დავაყენებდი დინ ჰენდერსონს, რომლის დიდი გულშემატკივარი ვარ. როცა ,,იუნაიტედში” ვმუშაობდი, ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო. ერთხელ მითხრა: ,,როცა არენდიდან დავბრუნდები, მინდა, რომ პირველი ნომერი გავხდე.” ჩვენ ერთმანეთს გაკვირვებით გადავხედეთ, რადგან დე ხეა გვყავდა, […]