მოურინიომ ევრო 2020-ის მთავარი ფავორიტი დაასახელა
,,რომას” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მიიჩნევს. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, დიდიე დეშამის გუნდს სუსტი მხარე არ აქვს: ,,თუ თქვენს გუნდში კილიან მბაპე თამაშობს, არმოგება ძალიან რთულია. ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც მატჩებს იგებენ და მეტოქეს აშინებენ. კილიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა დაამტკიცოს, რომ მესისა და რონალდუს შემდეგ საუკეთესოა. დიდიე […]
მოურინიოს რომაში ბარსელონას ფეხბურთელის ხილვა სურს
პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს, რომელიც მომავალ სეზონში ,,რომას” მთავარი მწვრთნელი გახდება, იტალიურ გუნდში ,,ბარსელონას” ფეხბურთელის გადაყვანა სურს. ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია კატალონიელთა შემტევზე – ფრანსისკო ტრინკაუზე. ,,ბარსელონას” პორტუგალიელის გაყიდვა არ სურს, თუმცა ფორვარდის არენდით გაშვებას განიხილავს. ტრინკაუ ,,ბარსელონაში” 2020 წელს ,,ბრაგადან” გადავიდა და ,,ბლაუგრანასთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე […]
ოფიციალურად: მოურინიო რომას მწვრთნელი გახდება
ჟოზე მოურინიო იტალიაში ბრუნდება – გამოცდილი სპეციალისტი მომავალი სეზონიდან “რომას” ჩაიბარებს. ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც იცით, “რომას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა დაკავებულ პოსტს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. როგორც ცნობილია, მოურინიომ “რომასთან” 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. “ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ “რომას” ამბიციების შესახებ შევიტყვე. ერთად გვინდა, რომ ავაშენოთ გამარჯვებული პროექტი. გულშემატკივრის წარმოუდგენელმა გატაცებამ დამარწმუნა, რომ […]
რა თანხა გამოიმუშავა მოურინიომ კარიერის განმავლობაში კომპენსაციის სახით?
სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა. სამსახურიდან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე გათავისუფლების გამო, კლუბის პრეზიდენტს, დენიელ ლევის პორტუგალიელი სპეციალისტისთვის 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. საინტერესოა, რომ მთელი კარიერის განმავლობაში, “განსაკუთრებულს” ხსენებული მიზეზით ჯამში 93.5 მილიონი ევრო აქვს “გამომუშავებული”, ეს თანხა კი დეტალურად ასე გამოიყურება: ლონდონის “ჩელსიდან” ორჯერ დათხოვნის […]
“ერთად სიამოვნებით ვმუშაობთ” – ჰარი კეინი ჟოზე მოურინიოს წასვლას გამოეხმაურა
“ტოტენჰემის” ლიდერი ჰარი კეინი გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წასვლას გამოეხმაურა. “მადლობა ყველაფრისთვის, ბოს. სიამოვნებით ვიმუშავეთ ერთად. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ შენს მორიგ თავგადასავალში“, – დაწერა ინგლისელმა თავდამსხმელმა Twitter-ში. 58 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის ლონდონური გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია 19 აპრილს დადასტურდა. “განსაკუთრებული” “დეზების” თავკაცი 2019 წლის ნოემბერში გახდა და მას შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 86 შეხვედრა […]
BREAKING: ტოტენჰემმა ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა
ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი აღარაა – ლონდონური კლუბი პორტუგალიელ სპეციალისტს არასახარბიელო შედეგების ფონზე დაემშვიდობა. მოურინიოსთან ერთად, გუნდს სამწვრთნელო შტაბიც ტოვებს – ჟოაუ საკრამენტუ, ნუნო სანტოსი, კარლოს ლალინი და ჯოვანი კერა. “ტოტენჰემი” ამჟამად პრემიერ ლიგაში მეშვიდე პოზიციას იკავებს და მეოთხეადგილოსან “ვესტ ჰემს” 5 ქულით ჩამორჩება. “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 86 მატჩში, მოურინიომ მხოლოდ 44-ის მოგება […]
ჟოზემ პოგბას უპასუხა: ,,ჩემთვის სულერთია, რას იტყვის ის”
ლონდონის ,,ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, პოლ პოგბას, კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ სოლსკიაერი, ჟოზესგან განსხვავებით, საკუთარი ფეხბურთელის წინააღმდეგ არასდროს წასულა. ,,მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის სულერთია, რას ამბობს პოლ პოგბა. ეს საერთოდ არ მაინტერესებს,” – მოურინიოს სიტყვებს independent-ი ციტირებს. მოურინიო ,,მანჩესტერ იუნაიტედში” 2016-2018 წლებში მუშაობდა. ,,წითელმა ეშმაკებმა” პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ევროპა ლიგა, […]
,,სონს გაუმართლა, რომ მამამისი სოლსკიაერზე უკეთესია” – ჟოზემ ოლეს უპასუხა
,,მანჩესტერ იუნაიტედთან” წაგებული მატჩის შემდეგ, ,,ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ოლე-გუნარ სოლსკიაერის კომენტარს გამოეხმაურა. ნორვეგიელი ერთ-ერთ ეპიზოდში ,,დეზების” შემტევის – სონ ჰინ მინის წაქცევით (ეპიზოდს იუნაიტედის გოლის გაუქმება მოჰყვა) უკმაყოფილო იყო. სპეციალისტმა განაცხადა, რომ ასეთი საქციელისთვის საკუთარ შვილსაც კი საკვების გარეშე დატოვებდა. ,,პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ სოლსკიაერის კომენტარის შემდეგ ძალიან გაკვირვებული ვარ. ამის შესახებ […]
ლონდონის ,,ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პერსონალურ გულშემატკივრებზე ისაუბრა: ,,სიმართლე გითხრათ, მთავარ ძალას საკუთარი თავისგან ვიღებ, მაგრამ ხშირად იმ ხალხისგანაც, ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ. მაშინაც კი თუ მათ არ ვიცნობ და პირადად არ შევხვედრივარ. მათ ,,მოურინისტებს” ვუწოდებ, რადგან პორტუგალიაში საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად სუფიქსს ,,ისტა-ს” ვიყენებთ. მაგალითად, თუ თქვენ ,,პორტუს” ქომაგობთ, ,,პორტისტა” ხართ, თუ ,,ბენფიკას” […]
ტოტენჰემმა შესაძლოა მოურინიო დაითხოვოს
ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემის” მთვარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვენ, თუ სეზონის ბოლოს გუნდი პრემიერ ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდება და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას ვერ მოიპოვებს. მას შემდეგ, რაც “ტოტენჰემი” ევროპის ლიგას დაემშვიდობა, პორტუგალიელ სპეციალისტზე ზეწოლა გაიზარდა. “ტოტენჰემმა” ორი მატჩის ჯამში ზაგრების “დინამოსთან” 3:2 წააგო. მერვედფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრა “ტოტენჰემმა” შინ 2:0 მოიგო და საპასუხო მატჩის […]
მოურინიოს ღირსეული საქციელი: ჟოზე მეტოქის გასახდელში შევიდა და ტაში დაუკრა (ვიდეო)
ჟოზე მოურინიო: “ჩემი მეთოდები შეუდარებელია”
პრემიერ ლიგის 25-ე ტურში “ვესტ ჰემმა” ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემს” უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. “დეზებმა” პრემიერ ლიგაში ბოლო 6 შეხვედრიდან 5 წააგეს, მიუხედავად ასეთი წარუმატებელი სერიისა “ვესტ ჰემთან” წაგებული მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა უარყო მოსაზრება, რომ მას მიდგომების და საფეხბურთო ფილოსოფიის შეცვლა სჭირდება. “ვესტ ჰემთან” განცდილი მარცხის შემდეგ “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 9 […]