ფერგიუსონის ყოფილი ასისტენტი მანჩესტერში?
მსოფლიო პრესაში მითქმა-მოთქმა არ წყდება, ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედს” არაერთი მოქმედი თუ უმუშევარი მწვრთნელი დაუკავშირეს, თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილი ასისტენტი, მაიკ ფელანი მზადაა დროებით მწვრთნელს სეზონის ბოლომდე დაეხმაროს და ამჯერად მაიკლ კერიკის ასისტენტი გახდეს, რომელსაც წლების განმავლობაში წვრთნიდა. მაიკ ფელანი სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწედ 5 […]
მოურინიო: “14-ჯერ ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე და ყოველ ჯერზე შემდეგ ეტაპზე გავედი”
ჟოზე მოურინიომ “იანგ ბოიზთან” გამართული დაძაბული მატჩის შემდეგ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. მათ შორის მის კარიერაზე ევრო ტურნირებზე. “14-ჯერ ვიასპარეზე ჩემი გუნდებით ჩემპიონთა ლიგაზე და ყოველ ჯერზე ჯგუფური ეტაპი დავძლიე და პლეი ოფში გავედი. ხოლო ის ორი წელი, როდესაც ლიგაზე არ ვიყავი, ორივეჯერ ევროპა ლიგა მოვიგე” – განაცხადა “განსაკუთრებულმა”. ასევე ჟოზემ დევიდ დე ხეას შესანიშნავ […]
მოურინიოს 2005/06 წლების საიდუმლო ჩანაწერი საჯარო გახდა
ინგლისურ მედიაში საკმაოდ საინტერესო ჩანაწერები გავრცელდა. 2005/06 წლების სეზონში, ჟოზე მოურინიოს “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში უწევდა. პორტუგალიელი სპეციალისტი და მისი თანაშემწე, ანდრე ვილაშ-ბოაში “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს დააკვირდნენ და მათზე საბოლოო ანგარიში ჩამოაყალიბეს. კარლეს პუიოლის შესახებ: “აგრესიული და ძალიან ემოციური. მის წინააღმდეგ დანიშნულ ჯარიმებზე გიჟდება და პროვოკაციაზეც მიდის. პოზიციის შერჩევა უჭირს, რადგან ფორვარდებს ნახევარდაცვაში ამოყვება […]
პეპ გვარდიოლამ მოურინიო დაიცვა (ვიდეო)
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ ერთ-ერთმა პირველმა სცადა პორტუგალიელი სპეციალისტის დაცვა. “მე მის მხარეს ვარ. მენეჯერები ყოველთვის მარტო ვართ. კლუბები გვიკავშირდებიან და ჩვენგან მოგებას ელიან, როდესაც სასურველ შედეგს ვერ იღებენ ყველაფერი ჩვენ გვბრალდება. როდესაც მსგავსი რამ ხდება მე ყოველთვის იმ მწვრთნელების პოზიციას ვიზიარებ, რომელთაც გუნდიდან უშვებენ – ზუსტად მესმის, […]
მოურინიომ ევრო 2020-ის მთავარი ფავორიტი დაასახელა
,,რომას” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მიიჩნევს. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, დიდიე დეშამის გუნდს სუსტი მხარე არ აქვს: ,,თუ თქვენს გუნდში კილიან მბაპე თამაშობს, არმოგება ძალიან რთულია. ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც მატჩებს იგებენ და მეტოქეს აშინებენ. კილიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა დაამტკიცოს, რომ მესისა და რონალდუს შემდეგ საუკეთესოა. დიდიე […]
ჟოზე მოურინიო გაშვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა (ვიდეო)
ჟოზე მოურინიო “მანჩესტერიდან” გაშვების შემდეგ საზოგადოებასთან და მედიასთან პირველად გამოჩნდა. მან საბოლოოდ დატოვა ის სასტუმრო, რომელშიც მანჩესტერში ყოფნის დროს ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, მას ძალიან ბევრი ჟურნალისტი ჩაუსაფრდა, თუმცა “განსაკუთრებულმა” ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა – იხ. ვიდეო:
მანჩესტერის სპორტულმა დირექტორმა მოურინიოს შემცვლელი შეარჩია
“მანჩესტერ იუნაიტედმა” უკანასკნელი 29 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი სტარტი აიღო. “წითელი ეშმაკების” სათამაშო ფორმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრიტანული ტაბლოიდებისათვის სპეკულაციის მთავარ თემას ჟოზე მოურინიოს შემცვლელის ვინაობის დადგენა წარმოადგენს. უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტის დასჯის შემთხვევაში, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ყველაზე რეალურ კანდიდატად ზინედინ ზიდანი განიხილება. თუმცა გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების, The […]
ლამპარდისა და მოურინიოს შელაპარაკება – რა უთხრა პორტუგალიელმა ფრენკს?
ინგლისის თასის მერვედფინალში “ტოტენჰემმა” “ჩელსი” პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრაში ლამპარდის გუნდი მე-19 წუთზე დაწინაურდა, რის შემდეგაც ფრენკსა და მოურინიოს შორის შეკამათება დაიწყო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა “ჩელსის” თავკაცს პრემიერლიგის გასული ტურის მატჩი გაახსენა. შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატები” “ვესტ ბრომვიჩთან” 0:3-ს აგებდნენ, თუმცა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. რაც შეეხება დღევანდელ ინციდენტს, მწვრთნელებმა ერთმანეთთან საუბარში უსიამოვნო სიტყვები გაცვალეს. “ჯანდაბა, ფრენკ. როდესაც […]
მწვრთნელები, რომლებმაც კარიერაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს
თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში წარმატების მიღწევა დიდძალი ფულის დახარჯვის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ცხადია, არსებობს ერთეული გამონაკლისებიც, თუმცა ინვესტიციის გარეშე სტაბილურობის შენარჩუნება ურთულესი ამოცანაა. ეს ტენდენცია ჯიბეზე ხელის გაკვრას ბევრ ისეთ მწვრთნელსაც აიძულებს, რომელსაც წარმატების მიღწევა არსებული რესურსითაც შეუძლიათ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ყოველწლიურად სულ მცირე 100 მილიონის დახარჯვას არად აგდებენ. საინტერესოა, იმ მენეჯერების ათეული, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე […]
ტოტენჰემმა შესაძლოა მოურინიო დაითხოვოს
ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემის” მთვარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვენ, თუ სეზონის ბოლოს გუნდი პრემიერ ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდება და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას ვერ მოიპოვებს. მას შემდეგ, რაც “ტოტენჰემი” ევროპის ლიგას დაემშვიდობა, პორტუგალიელ სპეციალისტზე ზეწოლა გაიზარდა. “ტოტენჰემმა” ორი მატჩის ჯამში ზაგრების “დინამოსთან” 3:2 წააგო. მერვედფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრა “ტოტენჰემმა” შინ 2:0 მოიგო და საპასუხო მატჩის […]
პოგბა თავის ყოფილ და ამჟამინდელ კუმირებს ასახელებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, პოლ პოგბა თავის კუმირებზე ალაპარაკდა, ფრანმა ვარსკვლავმა სათითაოდ ჩამოთვალა თითოეული ის ფეხბურთელი, ვის თამაშსაც მასზე ზეგავლენა მოუხდენია. “მე იაია ტურესგან, ხავისგან, ინიესტასგან, სქოულზისგან და კერიკისგან ბევრს ვსწავლობდი, ყოველთვის ვუყურებდი მათ თამაშებს და მინდა ამ ცოდნისგან შევქმნა პოლ პოგბა, რომელიც უმაღლესი დონის ფეხბურთელი იქნება. ახლა კევინ დე ბრუინს, მოდრიჩს და კროოს […]
კლოპთან დაპირისპირებას მოურინიო ეწირება, მაგრამ კოლოსალურ კომპენსაციას იღებს
“ჩელსიდან” და “მანჩესტერ იუნაიტედიდან” კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე გათავისუფლების შედეგად, ჟოზე მოურინიომ კოლოსალური კომპენსაცია მიიღო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა კომპენსაციის სახით, 51.5 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა. მოურინიოსა და “ჩელსის” გზები პირველად 2007 წელს გაიყო. თავდაპირველად, მოურინიოს გათავისუფლება აბრამოვიჩს 18 მილიონი ფუნტი დაუჯდა. 2013 წელს, მოურინიო მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდანაც გაათავისუფლეს – თუმცა მადრიდელებს კომპენსაციის გადახდა არ მოუწიათ. 2015 […]