მოურინიო 60 წლის გახდა | მისი 60 ხმაურიანი გამონათქვამი
კაცი, რომელმაც ყველაფერი მოიგო და რომლის არსებობა ფეხბურთს ძალიან უხდება. თითქოს, ჟოზეს დიდების დრო წასულია, მაგრამ მისგან ყველაფერი მოსალოდნელია – როგორც სიტყვით, ასევე მოქმედებით, ჟოზე არაპროგნოზირებადია. დღეს პორტუგალიელ სპეციალისტს 60 წელი შეუსრულდა. ამ სტატიაში არ წარმოგიდგენთ მისი ტიტულების ტრადიციულ ჩამონათვალს, ამჯერად ყურადღებას მის გამონათქვამებზე შევაჩერებთ, სადაც კარგად ჩანს, თუ რაოდენ განსხვავდება იგი სტანდარტული მწვრთნელებისგან. #1 […]
მოურინიო ბალოტელის შესახებ სახალისო ისტორიას ყვება (ქართული სუბტიტრებით)
მოურინიო ბენზემაზე: “მისთვის ოქროს ბურთი არაფერს არ ნიშნავს…”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა და ამჟამად “რომას” მწვრთნელმა – ჟოზე მოურინიომ კარიმ ბენზემას ოქროს ბურთის მოპოვება მიულოცა და მასზე ისაუბრა. “კარიმი ფანტასტიკური ბიჭია, იგი შესანიშნავი პიროვნებაა, ის გუნდური მოთამაშეა. ბენზემა არ არის შეპყრობილი საკუთარი თავით, ოქროს ბურთით ან მეტი გოლის გატანით, ვიდრე A, B ან C მოთამაშეები. ის გუნდის/გუნდური მოთამაშეა, რომელიც საკუთარი გუნდისთვის იმდენად ბევრს აკეთებს, […]
მოურინიო და ტოტენჰემის 3 ფეხბურთელი პარკში ვარჯიშისას შენიშნეს (ვიდეო)
სოციალურ ქსელში “ტოტენჰემის” ფეხბურთელების ვარჯიშის კადრები გავრცელდა. როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიომ ჩრდილოეთ ლონდონის პარკში გუნდის 3 მოთამაშის საწვრთნელ პროცესებში ჩართვა გადაწყვიტა. უცნობი პირის მიერ გადაღებული ვიდეოსა და ფოტოს მიხედვით, დევინსონ სანჩესი, რაიან სესენიონი და ტანგუი ნდომბელე დღეს სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე ვარჯიშობდნენ. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, ინგლისის მოქალაქეებს გარეთ გასვლა მხოლოდ საკვები პროდუქტებისა […]
მოურინიო ვირტუალური პრესკონფერენციიდან გაიქცა (ვიდეო)
“ბორნმუთთან” უგოლო ფრედ დასრულებული მატჩის საღამო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის, მორიგ საკულტო პრესკონფერენციად იქცა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რეგულაციების შემდეგ, პრემიერლიგაში მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია დისტანციურად იმართება. ცხადია, პორტუგალიელსაც მედიის წარმომადგენლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა ამ ფორმით მოუწია. მას მერე, რაც ჟურნალისტი მიესალმა და ჰკითხა, ესმოდა თუ არა მისი ხმა, “განსაკუთრებულმა” უარყოფითი პასუხი გასცა, ყურსასმენი მოიხსნა და ტერიტორია […]
მოურინიო კლოპს: “საუკეთესო გუნდი დამარცხდა”
პრემიერ ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ცხრილის ორი ლიდერი “ლივერპული” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული მიმდინარეობით გამოირჩეოდა, საფინალო ანგარიში კი “მერსისაიდელების” სასარგებლოდ – 2:1 დაფიქსირდა. ძირითადი დროის 90-ე წუთზე ბობი ფირმინომ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი შესანიშნავი სიზუსტით გადაგზავნა ლორისის კარში და მატჩისმომგები გოლის ავტორიც გახდა. “ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” მატჩის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიო იურგენ კლოპს სტანდარტულზე […]
მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებს აფრთხილებს
პორტუგალიელმა სპეციალისტმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ თუ მათ “ოლდ ტრაფორდზე” საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში დამატებითი წნეხის ქვეშ აქცევთ სახლში დარჩნენ. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” “იანგ ბოიზს” დაუპირისპირდება. “ოლდ ტრაფორდზე” გასამართი მატჩი ინტრიგის მატარებელია. საკუთარ კედლებში გამარჯვების ვერ მოპოვების შემთხვევაში, “მანჩესტერ იუნაიტედი” ანტი რეკორდს დაამყარებს. ევროტურნირებზე ჩატარებული უკანასკნელი სამი მატჩიდან “წითელმა […]
პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედისათვის” წარუმატებლად დასრულდა. “წითელი ეშმაკების” ფიასკოს შესახებ ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლ პოგბასთან დაპირისპირება არ გამხდარა მისი გუნდიდან წასვლის მიზეზი. მოურინიოს აზრით რეალური პრობლემა გაცილებით უფრო დიდი მასშტაბისაა და მასში თანაბრად არიან დამნაშავეები ფეხბურთელები, მმართველები და ამბიციები. “არა, პოგბა არაფერ შუაშია. გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის […]
მოურინიო ნეაპოლში მარადონას მემორიალს ესტუმრა | VIDEO
მოურინიო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
,,რომას” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, მსაჯების შეურაცხყოფის გამო, სერია A-მ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა: ,,მწვრთნელი მსაჯთან კამათის გამო გააძევეს. მოურინიომ მეორე ტაიმში მსაჯის პროვოცირება სცადა და გაგდების დროსაც ასე მოიქცა. ასევე, სპეციალისტი თამაშის შემდეგ მსაჯების ოთახში შევიდა და მეოთხე არბიტრს შეურაცხყოფა მიაყენა,” – წერია განცხადებაში. მოურინიო, ,,კრემონეზესთან”, სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრის მეორე ტაიმის სტარტზე, მეოთხე […]
მოურინიო პრემიერ ლიგაში ბრუნდება?!
ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსის” მესვეურები ჟოზე მოურინიოს კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ. მაურისიო სარისა და “არისტოკრატების” მესვეურებს შორის არსებული უთანხმოებიდან გამომდინარე იტალიელი სპეციალისტი დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში დატოვებს კლუბს. მაურისიო სარის მომდევნო გუნდად “იუვენტუსი” სახელდება. ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, მაურისიო სარის პოტენციურ შემცვლელთა შორის ჟოზე მოურინიო ლიდერობს. პორტუგალიელი სპეციალისტი 2004-07 და 2013-15 წლებში უკვე წვრთნიდა […]
მოურინიო პრემიერლიგაში ბრუნდება?
ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასული არ იყო, მის მომავალ გუნდზე მსოფლიო პრესა რომ ალაპარაკდა. ჟოზეს ჯერ ყოფილი გუნდების მთელი სერია დაუკავშირეს, “ინტერი”, “ჩელსი”, “რეალი”, მერე საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრებიც მიაწერეს, კანდიდატებს შორის იყო “პსჟ”, ახლა კი პორტუგალიელს არც მეტი არც ნაკლები ინგლისის პრემიერლიგის საშუალო კალიბრის გუნდი “ვულვზი” დაუკავშირეს, რომელიც ამჟამად ინგლისის უმაღლეს ლიგაში მეშვიდე ადგილს […]