მოურინიოს აზრით, წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას ჰანს ფლიკი იმსახურებდა
FIFA-მ 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა. “საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი” მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი სუპერვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რაც მოულოდნელობა არავისთვის ყოფილა. ფინალურ სამეულში ლევანდოვკისთან ერთად, ასევე იყვნენ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ. საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა “საუკეთესო მწვრთნელის” ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობა. “საუკეთესო მწვრთნელის” პრიზი “ლივერპულის” გერმანელ დამრიგებელს იურგენ კლოპს გადაეცა ზედიზედ მეორედ. კლოპთან ერთად ფინალურ […]
მოურინიო კლოპს: “საუკეთესო გუნდი დამარცხდა”
პრემიერ ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ცხრილის ორი ლიდერი “ლივერპული” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული მიმდინარეობით გამოირჩეოდა, საფინალო ანგარიში კი “მერსისაიდელების” სასარგებლოდ – 2:1 დაფიქსირდა. ძირითადი დროის 90-ე წუთზე ბობი ფირმინომ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი შესანიშნავი სიზუსტით გადაგზავნა ლორისის კარში და მატჩისმომგები გოლის ავტორიც გახდა. “ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” მატჩის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიო იურგენ კლოპს სტანდარტულზე […]
პრემიერ ლიგაში ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი მოურინიო გახდა
პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობამ ნოემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო მწვრთნელი დააჯილდოვა. ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ნოემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო მწვრთნელი პორტუგალიელები: ბრუნო ფერნანდეში და ჟოზე მოურინიო გახდნენ. “წითელი ეშმაკების” შემტევმა ნოემბერში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის პორტუგალიელი “იუნაიტედს” 2020 წლის იანვარში […]
ჟოზე თავის სტიქიაშია: მოურინიოს ირონიული ჟესტი არსენალთან მატჩისას (ვიდეო)
ჟოზე მოურინიო: “ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებითა და სიმშვიდით”
ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემი” ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ტიტულის ერთ-ერთი მაძიებელია. პირველ ტურში “ევერტონთან” განცდილი მარცხის შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდი დაუმარცხებელია, პრემიერ ლიგის ბოლო 9 შეხვედრაში “დეზებმა” 6 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით “ტოტენჰემს” ყველაზე ცოტა – 9 გოლი აქვს გაშვებული, რაც დაცვის კარგ თამაშზე მეტყველებს. 2020-21 წლების საკმაოდ შთამბეჭდავად დაწყების გამო […]
გვარდიოლასა და მოურინიოს ყველაზე რთული მეტოქეები
ესპანელი და პორტუგალიელი სპეციალისტები ფეხბურთის ისტორიაში უდავოდ გამორჩეული მწვრთნელები არიან. ორივე მათგანს უამრავი ტიტული აქვს მოგებული საკუთარ გუნდებთან ერთად და მათ მიერ გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის იყვნენ გამორჩეულები ევროპაში. გვარდიოლას ყველაზე წარმატებული სამწვრთნელო პერიოდი მის პირველ გუნდს “ბარსელონას” უკავშირდება. პეპმა 4 წლის განმავლობაში ბარსასთან ერთად ყველაფერი მოიგო, მათ შორის, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაც. მისი “ბარსელონა” უბრალოდ შეუჩერებელი […]
მოურინიო – ითამაშებს თუ არა კეინი ჩრდილო-ლონდონურ დერბიში?
ჟოზე მოურინიოს განცხადებით, არის შანსი, რომ ჰარი კეინმა ჩრდილო-ლონდონურ დერბიში მონაწილეობა მიიღოს. ინგლისელ თავდამსხმელს მცირე ტრავმა აქვს და შესაძლოა, კვირას, პრემიერლიგის მე-11 ტურში, “არსენალთან” შეხვედრაში მონაწილეობა მან ვერ მიიღოს. “დიდი შანსია, რომ კეინი კვირის მატჩისთვის მზად იყოს. არ მინდა მოვიტყუო, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჰარი “არსენალთან” იქნება,” – ამბობს მოურინიო. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს “ტოტენჰემის” მეტოქე ევროპა […]
გვარდიოლა სიტიში ჰარი კეინს ითხოვს
ბრიტანული Independent-ის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობას ჰარი კეინის შეძენა მოსთხოვა. ბრიტანული გამოცემის თანახმად, პეპ გვარდიოლამ გუნდთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტის ხელმოწერისას, ერთ-ერთ პირობად ჰარი კეინის შეძენა წააყენა. გარდა იმისა, რომ სერხიო აგუერო ტრავმირებულია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არგენტინელი 32 წლისაა, კეინის შეძენა კი ერთგვარ გრძელვადიან პროექტად შეიძლება განვიხილოთ: 27 წლის ინგლისელის შედეგიანობა, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იმატებს. […]
მოურინიოს “რეალი”- გუნდი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ერთ სეზონში 121 გოლი გაიტანა
2011-12 წლების მადრიდის “რეალი”, რომელსაც სათავეში პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ედგა, შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. პორტუგალიელს ხშირად იმ დაცვითი ფეხბურთის გამო აკრიტიკებდნენ, რომელსაც მისი გუნდები თამაშობდნენ, მაგრამ ამას 2011-12 წლების “რეალზე” ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან გუნდმა ლა ლიგის 2011-12 წლების სეზონში სარეკორდო 121 გოლის გატანა შეძლო. აღნიშნული შედეგი არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ […]
პრემიერ ლიგის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი
ინგლისის ჩემპიონატში უდავოდ ყველაზე გამორჩეული სპეციალისტები მუშაობენ, პრემიერ ლიგის გუნდის მწვრთნელობა ნებისმიერისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოგება ძალიან რთულია, მაგალითად, “ლივერპულს” ჩემპიონობისთვის 30 წელი დასჭირდა. ინგლისურ კლუბებში მუშაობენ ისეთი სპეციალისტები, როგორებიც არიან: ჟოზე მოურინიო, პეპ გვარდიოლა, იურგენ კლოპი და კარლო ანჩელოტი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “ქალაქელთა” ესპანელმა დამრიგებელმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე […]
“იქნებ, მოურინიო ექიმია?”- გვარდიოლა
პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ერთმანეთს ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემი” და პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” შეხვდებიან. ამ ორი სპეციალისტის დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მათი პრინციპული მეტოქეობის გამო. განსაკუთრებული დაძაბულობა პეპსა და ჟოზეს შორის მათი ესპანეთში მუშაობის პერიოდში იგრძნობოდა, როცა გვარდიოლა “ბარსელონას”, ხოლო მოურინიო “რეალის” მთავარი მწვრთნელი იყო. რასაკვირველია, “ელ კლასიკოს” დაძაბულობა არასდროს აკლდა, მაგრამ ამ ორი […]
მთავარი მწვრთნელები, რომლებმაც ბოლო დეკადის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს
წლების მანძილზე ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, გახდა ბევრად ძალისმიერი, ვიდრე ადრე იყო, მწვრთნელები ადგენენ ახალ, განსხვავებულ სათამაშო სქემებს და ტაქტიკებს. მოთამაშეებს თანამედროვე ფეხბურთში რამდენიმე პოზიციაზე თამაში მოეთხოვებათ, მაგალითად, ამპლუით მარჯვენა მცველი ერთ დღეს შეიძლება ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მოგვევლინოს, მეორე დღეს კი ცენტრალურ მცველად. მაგრამ ფეხბურთში, ალბათ, არაფერი არ შეცვლილა ისე, როგორც სატრანსფერო ბაზარი. სატრანსფერო ბაზარი განსაკუთრებით […]