მოურინიომ ხორვატიასთან მატჩისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობა შეარჩია
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ინგლისისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ხვალინდელი მატჩისთვის ინგლისელთა ძირითადი შემადგენლობა შეარჩია: ,,მეკარის პოზიციაზე დავაყენებდი დინ ჰენდერსონს, რომლის დიდი გულშემატკივარი ვარ. როცა ,,იუნაიტედში” ვმუშაობდი, ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო. ერთხელ მითხრა: ,,როცა არენდიდან დავბრუნდები, მინდა, რომ პირველი ნომერი გავხდე.” ჩვენ ერთმანეთს გაკვირვებით გადავხედეთ, რადგან დე ხეა გვყავდა, […]
მოურინიო ვირტუალური პრესკონფერენციიდან გაიქცა (ვიდეო)
“ბორნმუთთან” უგოლო ფრედ დასრულებული მატჩის საღამო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის, მორიგ საკულტო პრესკონფერენციად იქცა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რეგულაციების შემდეგ, პრემიერლიგაში მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია დისტანციურად იმართება. ცხადია, პორტუგალიელსაც მედიის წარმომადგენლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა ამ ფორმით მოუწია. მას მერე, რაც ჟურნალისტი მიესალმა და ჰკითხა, ესმოდა თუ არა მისი ხმა, “განსაკუთრებულმა” უარყოფითი პასუხი გასცა, ყურსასმენი მოიხსნა და ტერიტორია […]
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი პრემიერ ლიგაში
გამოქვეყნდა იმ მწვრთნელების სია, რომლებიც პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ. 10. შონ დაიჩი (ბარნლი) – £3.5 მილიონი წელიწადში 9. ედი ჰოუი (ბორნმუთი) – £4 მილიონი წელიწადში 8. ფრენკ ლამპარდი (ჩელსი) – £5.5 მილიონი წელიწადში 7. რალფ ჰასენჰატლი (საუთჰემპტონი) – £6 მილიონი წელიწადში 6. მანუელ პელეგრინი (ვესტ ჰემი) – £7 მილიონი წელიწადში 5. ოლე გუნარ სოლსკიაერი […]
სასწრაფოდ: ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელად დაინიშნა
ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელია – აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო დაინიშნა. პორტუგალიელმა გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. ჟოზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რომელსაც კარიერაში 25 ტიტული აქვს მოგებული. ის წვრთნიდა ისეთ გუნდებს, როგორებიცაა პორტო, ინტერი, ჩელსი, მადრიდის რეალი და მანჩესტერ […]
რომას პირველი გოლი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით (ვიდეო)
სანჩესმა მოურინიოს ირონიულად ჰანს ციმერის მუსიკა მიუძღვნა
“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა, ალექსის სანჩესმა ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს დასცინა.
იოზილი: “ბარსელონაში თამაში მინდოდა, მაგრამ გვარდიოლას არ დაურეკავს”
“არსენალის” ათიანმა მესუთ იოზილმა თქვა, რომ “ბარსელონაში” თამაში სურდა, თუმცა პეპ გვარდიოლას მისთვის არასდროს დაურეკავს. “2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩემი შეძენა მადრიდის “რეალს”, “ბაიერნს” და “ბარსელონას” სურდათ. ჩემი ოცნება “ბარსელონაში” თამაში იყო, რადგან ის ჩემი ფავორიტი კლუბი იყო. არცერთ სხვა გუნდს მათზე უკეთესი ფეხბურთი არ უთამაშია. იმედი მქონდა, რომ კარიერას სწორედ ამ გუნდში გავაგრძელებდი, […]
მოურინიომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
მოურინიომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისას კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ბრაზილიელი ლეგენდის, რონალდოს უკან დატოვა. გამოცდილმა ბრაზილიელმა სპეციალისტმა ფენომენოსთან 1 წლის განმავლობაში იმუშავა, როცა ის “ბარსელონაში” ბობი რობსონის თანაშემწე იყო. კატალონიურ კლუბში გატარებულ სეზონში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა 47 გოლი გაიტანა, რითაც ჟოზე გაკვირვებული დატოვა. “რონალდო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც მინდორზე მინახავს. ვფიქრობ, რომ ტრავმებმა […]
მოურინიო ტოტენჰემის ფეხბურთელებს ლონდონის პარკში ავარჯიშებს (ვიდეო)
სოციალურ ქსელებში ჟოზე მოურინიოსა და “ტოტენჰემის” სამი ფეხბურთელის ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა. პორტუგალიელი სპეციალისტი “სპურსის” ფეხბურთელებს ჩრდილო-ლონდონის პარკში ავარჯიშებს. გავრცელებულ კადრებს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა – თვითიზოლაციის წესებისა და სოციალური დისტანციის დარღვევის გამო, მოურინიო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მოურინიომ დევიდსონ სანჩესი, რაიან სესენიონი და ნტანგი ნდომბელე სოციალური დისტანცირების წესების უგულვებელყოფით, ჩრდილო-ლონდონის ერთ-ერთ პარკში ავარჯიშა. Spurs players have been […]
უცნობი ისტორია, როდესაც ესიენის დაბადების დღეზე მხოლოდ ორი თანაგუნდელი მივიდა
2012 წელს, მიკაელ ესიენისა და ჟოზე მოურინიოს გზები კვლავ გადაიკვეთა. იჯარის წესით “ჩელსიდან” “რეალში” გადასული ფეხბურთელის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ესიენისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი არც ისე სახარბიელოდ დაიწყო. “სამეფო კლუბის” ახალწვეულმა დაბადების დღის აღნიშვნა “რეალის” ფეხბურთელებთან ერთად გადაწყვიტა. 30-წლის იუბილეზე ესიენმა “რეალის” ყველა ფეხბურთელი დაპატიჟა, თუმცა წვეულებაზე მხოლოდ ორი ვარსკვლავი მივიდა. ესიენის წვეულებაზე მხოლოდ რიკარდო […]
მოურინიო: ,,პსჟ-სა და რეალის შეხვედრა არ მომეწონა, ინტერი-ლივერპული უკეთესი იყო”
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებზე ისაუბრა: ,,თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ… მწვრთნელის ამპლუაში ჩემპიონთა ლიგაზე 150-ზე მეტი შეხვედრა მაქვს ჩატარებული, ამიტომ, იმაზე არ ვდარდობ, რომ ახლა კონფერენს ლიგაზე ვთამაშობთ. ნოსტალგია არ მაქვს, დიდი მატჩები არ მინახავს. პსჟ-სა და რეალის შეხვედრა არ მომეწონა, ინტერი-ლივერპული უკეთესი იყო,” – განაცხადა პორტუგალიელმა. ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელი კარიერის განმავლობაში […]
მოურინიო: ,,ვისურვებდი, რომ შევჩენკომ საკლუბო დონეზე სამწვრთნელო კარიერა ჩემსავით მარცხით დაიწყოს”
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ,,ჯენოასთან” მატჩის წინ, მეტოქე გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელზე, ანდრეი შევჩენკოზე ისაუბრა: ,,როცა ოქროს ბურთს იღებ, იგებ ჩემპიონთა ლიგას და სხვა ბევრ ტიტულს, ისტორიაში შედიხარ. ,,ჯენოაში” დანიშვნა შევჩენკოს კლუბში მუშაობის პირველი გამოცდილებაა. მან უკრაინის ნაკრებში უკვე დაამტკიცა, რომ ფეხბურთის შესახებ მკაფიო ფილოსოფია აქვს. ის მშვიდი ლიდერია, რადგან ცხოვრებაშიც ასეთია. ვისურვებდი, რომ […]