ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ჟიუსტ ფონტენი გარდაიცვალა
მარტი 1, 2023
0
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი – ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდი აქვს დამყარებული – მან 1958 წლის მუნდიალზე 13 გოლი გაიტანა, რომლის გაუმჯობესებაც დღევანდელ დღემდე ვერავინ ვერ შეძლო. ფონტენი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად არის მოხსენიებული. ლეგენდარულ ფრანგს ეროვნულ ნაკრებში 21 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი.