ცნობილია რა უთხრეს ზლატანმა და ლუკაკუმ ერთმანეთს
იტალიის თასის მეოთხედფინალში, მილანური დერბის პირველი ტაიმის მიწურულს, ფეხბურთელებს შორის ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რომელუ ლუკაკუ დაუპირისპირდნენ. “მილანისა” და “ინტერის” თავდამსხმელებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც შემდგომ გაირკვა, ზლატანმა ბელგიელს “ვირი” უწოდა, რაზეც გაბრაზებულმა ლუკაკუმ თავი ვერ შეიკავა და “ინტერის” ცხრიანმა იბრაჰიმოვიჩს საკმაოდ უხეშად უპასუხა: “ბ**ო, შ***ცით შენს და შენს ცოლსაც.” […]
ფერგიუსონისეული ზღაპარი იტალიურად – მილანის იმედი
“მილანის” თავს ბოლო წლებში და განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში განვითარებული მოვლენების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ საგრძნობი ცვლილებების გაკეთება გადაწყვიტა. პირველი ნაბიჯი ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება იყო, რომელმაც გუნდში პირველი თამაში უკვე ჩაატარა კიდეც. როგორც ჩანს, შემდეგი ეტაპი მთავარი მწვრთნელის შეცვლა იქნება. სტეფანო პიოლისთან თანამშრომლობის დასრულების შემდეგ, “როსონერი” მასიმილიანო ალეგრის და მასთან ერთად ძველი დიდების დაბრუნება გეგმავს. “მილანში” სურთ, […]