საუთჰემპტონი ხორვატი შემტევის გაფორმების ზღვარზეა
Sky Sports-ის ინორმაციით, “საუთჰემპტონი” მისლავ ორსიჩის ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა. წყაროს მტკიცებით, პრემიერ ლიგის ბინადარსა და “დინამო ზაგრებს” შორის შეთანხმება მიღწეულია. ორ კლუბს შორის შემდგარი სატრანსფერო გარიგებით, მისლავ ორსიჩის სამედიცინო შემოწმება დაიგეგმა, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, ტრანსფერი გაოფიციალურდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “საუთჰემპტონი” 30 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ £8 მილიონს გადაიხდის. შეგახსენებთ, რომ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა […]
დალიჩი: ,,მინდა, გამარჯვება მიროსლავ ბლაჟევიჩს მივუძღვნა, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო”
ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალზე ისაუბრა: ,,ეს არის ბრინჯაო ოქროს ბზინვარებით. ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ მედლები მთელი ხორვატიისთვის მოვიგეთ, ყველასთვის ვინც მხარს გვიჭერდა. ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მედალი მოვიპოვეთ. მინდა, გამარჯვება ჩირო ბლაჟევიჩს (ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1994-2000 წლებში) მივუძღვნა, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო. ბოს, ეს […]
მუნდიალი 2022 | ზლატკო დალიჩი: “ჩემს ფეხბურთელებს არაფერში ვადანაშაულებ, საწუწუნო არაფერი მაქვს”
მსოფლიოს 2018 წლის ვიცე-ჩემპიონი ხორვატიის ნაკრები კატარში მიმდინარე მუნდიალის ნახევარფინალურ ეტაპზე არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ – 0:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა მისი გუნდის გამოსვლის შესახებ ისაუბრა. “მინდა არგენტინის ნაკრებს ფინალში გასვლა მივულოცო, ხოლო რაც შეეხებათ ჩემს ბიჭებს, მათ არაფერში ვადანაშაულებ. ვფიქრობ, დაახლოებით პირველი 30 წუთის განმავლობაში თამაშის მიმდინარეობას ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ […]
დალიჩი: ,,არგენტინის ნაკრებზე უფრო დიდი ზეწოლა იქნება”
ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, არგენტინასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენ მსოფიო ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში მოვხვდით, ხორვატიისთვის ეს დიდი წარმატებაა. თუმცა, მეტი გვინდა. ლეო მესის ხელმძღვანელობით დიდებულ არგენტინას ვხვდებით. მათზე უფრო დიდი ზეწოლაა. ჩვენ ვიცით, როგორ თამაშობენ ისინი. ოპტიმისტი ვარ და ჩემი ფეხბურთელების მჯერა. მათ საკუთარი დონე და ხასიათი გამოავლინეს. ამის გარეშე ნახევარფინალში ვერ […]
ზლატკო დალიჩი: “უკეთესი იქნებოდა ბრაზილიასთან ფინალში გვეთამაშა…”
2022 წლის მუნდიალი გადამწყვეტ ფაზაში შედის. 9 დეკემბრიდან მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალური მატჩები აიღებს სტარტს. 1/4-ფინალურ მატჩებს ხორვატია – ბრაზილიის მატჩი გახსნის, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ზლატკო დალიჩმა, ბრაზილიის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩზე, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ბრაზილია საუკეთესო, უსწრაფესი და ყველაზე ენერგიული გუნდია ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. ბევრად მეტი მრავალფეროვნებით, […]
დალიჩი: ,,იაპონიამ ხორვატიის ნაკრები სათანადოდ არ შეაფასა”
ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, იაპონიასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,ბიჭებს ვულოცავ ისტორიულ მიღწევას. კარგად ვითამაშეთ და ბევრი ვიბრძოლეთ. მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა შესანიშნავი შედეგია. პირველი ნახევარი საათი სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ შემდეგ საკუთარ თავს პრობლემები შევუქმენით. იაპონელებმა სათანადოდ არ დაგვაფასეს და ეს მათი შეცდომა იყო. მათ ეგონათ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ადვილი იქნებოდა. […]
მუნდიალი 2022 | ზლატკო დალიჩი: “იაპონელები ნამდვილი სამურაების მსგავსად იბრძოლებენ”
დღეს ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში იაპონიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ჟურნალისტებთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა: “ჩვენ მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. მათ ორი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთი და გერმანია დაამარცხეს. პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, საოცარი მენტალიტეტი და ხასიათი გამოავლინეს. იაპონიას ამტკიცებს, რომ პრესინგსა და მოედანზე გადაადგილებაში საუკეთესოები არიან. ჩემს მოთამაშეებს ვეუბნები, რომ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. […]
დალიჩმა ავსტრიასთან მარცხის შემდეგ, გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, ავსტრიასთან საშინაო მარცხის გამო, გულშემატკივრებს მოუბოდიშა: ,,ავსტრიის ნაკრებს ვულოცავ და ჩვენს გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. მიმაჩნია, რომ პირველი 30 წუთის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ მატჩში დაბრუნება რთული აღმოჩნდა – გუნდი დაიშალა. ავსტრიელები ჩვენზე სწრაფები და აგრესიულები იყვნენ,” – დალიჩის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს. ერთა ლიგის […]