ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისის სავარაუდო მეტოქეები 5-მდე შემცირდა
ივნისი 20, 2023
0
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისის” სავარაუდო მეტოქეები 5-მდე შემცირდა. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ტიტულოვანი ქართული კლუბი შესაძლოა ამ ხუთეულიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდეს: “შერიფი” (მოლდოვა), “ბატე” (ბელარუსი), “ასტანა” (ყაზახეთი), “მაკაბი ჰაიფა” (ისრაელი), “ზრინსკი (ბოსნია). წილისყრა ტრადიციულად შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება.