ზურაბ დათუნაშვილი ვოივოდინას ოლქის წლის ათლეტად დასახელდა
ზურაბ დათუნაშვილის მორიგი აღიარება სერბეთში – ქართველი მოჭიდავე ახლახანს სერბეთის ავტონომიური ოლქის, ვოივოდინას წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზურაბი რამდენიმე თვის წინ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მან სერბეთს ბრინჯაოს მედალიც მოუტანა. შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილი 2019 წლამდე საქართველოს სახელით ასპარეზობდა, რის შემდეგაც, ფედერაციის პრეზიდენტთან უთანხმოების გამო ქვეყანა დატოვა.
სერბეთის პრეზიდენტი: “ზურაბ დათუნაშვილმა მთელი ერი გაახარა…”
წარმოშობით ქართველმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე – ზურაბ დათუნაშვილმა, 10 ოქტომბერს ოსლოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 87კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა. სერბეთის პრეზიდენტი – ალექსანდარ ვუჩიჩი, ამ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა: “ვულოცავთ ზურაბ დათუნაშვილს, ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებას! ჩვენი ნაკრების დიდმა და წარმატებულმა ასპარეზობამ დიდი სიხარული მოუტანა სრულიად ერს. სერბეთი ამაყობს ამ […]
ნოვაკ ჯოკოვიჩის მადლობა ზურაბ დათუნაშვილს
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. სერბეთის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით გამოვიდა, მან ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სერბეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენმა, […]
ზურაბ დათუნაშვილის კომენტარი დღევანდელ მწვავე მოვლენებზე
ქართველმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი ფეისბუქში გააკეთა.
ექსკლუზივი: ზურაბ დათუნაშვილმა შეკრება პროტესტის გამო დატოვა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა, ზურაბ დათუნაშვილმა ბაკურიანში მიმდინარე შეკრება დაწყებიდან ერთ დღეში დატოვა. ევროპის ორგზის ჩემპიონმა მანამდე ბორჯომში მიმდინარე შეკრება სრული დატვირთვით გაირა, რის შემდეგაც თურქეთში გამართულ ტურნირზე უნდა ეასპარეზა, თუმცა ის განაცხადში არ ყოფილა. აღნიშნული ტურნირის შემდეგ კი, ბაკურიანში დაწყებული შეკრება სპორტსმენმა მეორე დღესვე – 3 აგვისტოს დატოვა და არც ამ შეკრების […]