ზურაბ კახაბრიშვილმა ლაშა ბექაური მოინახულა | VIDEO
ოლიმპიური ჩემპიონის რანგში, ოქროსფერი არშიით, ბაქოს გრანდ სლემზე ლაშა ბექაურს პირველად უნდა ეასპარეზა, თუმცა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ლაშა ბექაურმა მუცლის თიაქრის ოპერაცია გაიკეთა, რამდენიმე დღეში ძგიდისა და პოლიპების ოპერაციას ჩაიტარებს. რეაბილიტაციის შემდეგ, ბექაურს ნატკენ მხარზეც უმკურნალებენ. ოპერაციის შემდეგ, ლაშა ბექაური ზურაბ კახაბრიშვილმა მოინახულა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვიდეო tiktok-ზე განათავსა. https://www.tiktok.com/@lashabekauri/video/7023386718321626369?lang=en&is_copy_url=0&is_from_webapp=v1&sender_device=pc&sender_web_id=6972160534125250054 […]
ზურაბ კახაბრიშვილს საჩუქრად ბინა გადაეცა | VIDEO
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს – ზურაბ კახაბრიშვილს, კომპანია “არქიმ” საჩუქრად ბინა გადასცა. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის Facebook გვერდზე, ზურაბ კახაბრიშვილის დაჯილდოვების ამსახველი ვიდეო განთავსდა. აღსანიშნავია, რომ კახაბრიშვილი კომპანია “არქის” ოფისში ოლიმპიურმა ჩემპიონმა – ლაშა ტალახაძემ მიიყვანა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს მადლობა ზაზა ფაჩულიამ გადაუხადა.