საქართველოს ნაკრებმა ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრები – 2:1 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემ კომენტარი გააკეთა. “მეტოქე სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. სწორედ ისეთი თამაში შემოგვთავაზეს, როგორსაც ველოდით. თუმცა, უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე […]