4 ოქროს მედალი ერთ დღეში – ზვიად პატარიძე ევროპის ჩემპიონია !
სერბულ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის 130კგ. წონით კატეგორიაში ზვიად პატარიძემ რუმინელი ლენარდ იშტვან ბერეი 5:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. დღესვე ოქროს მედლები ნუგზარ წურწუმიამ, ლევან ქავჟარაძემ და გურამ ხეცურიანმა მოიპოვეს ხოლო ბრინჯაოს ბექა მამუკაშვილი დაეუფლა. ხვალ ფინალში ასპარეზობის უფლება რამაზ ზოიძემ და გიორგი მელიამ მოიპოვეს.
4 ქართველი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!
დღეს 4 მარტს, სერბულ ნოვი სადში დაწყებულ 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების 5 წევრიდან, ოთხი ფინალში გავიდა ხოლო ერთი კი ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს. ხვალ ჩემპიონობისათვის ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) იბრძოლებენ. ბრინჯაოს მედალს ბექა მამუკაშვილი (77 კგ) შეუტევს. ნახევარფინალში ნუგზარ წურწუმიამ […]
ზვიად პატარიძემ საოცარი შეხვედრა მოატრიალა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! (ვიდეო)
ბუქარესტში სტარტი აიღო 23 წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის . 130. კგ წონით კატეგორიაში, წონის უდავო ფავორიტმა ზვიად პატარიძემ შეჯიბრი მერვედფინალში, ირანელი ჰოსეინ იუსუფფიადმაჰჩალის 4:1 დამარცხებით დაიწყო, მეოთხედფინალში კი რუს ნოკჩო ლაბაზანოვს 5:1 აჯობა. ნახევარფინალში ზვიადმა ფინელი იოჰანეს მაენპაეაე აშაკარა უპირატესობით 8:0 დაამარცხა და ფინალში უძლიერ თურქს ოსმან ილდირიმს დაუპირისპირდა. შეხვედრა ილდირიმის უპირატესობით […]