გოგა ბითაძის მორიგი შესანიშნავი მატჩი NBA-ში (ვიდეო)

“ინდიანა პეისრესმა” დღეს მორიგი მატჩი ჩაატარა. მაკმილანის გაწვრთნილი გუნდი “შარლოტს” ეწვია და ოვერტაიმში დამარცხდა – 122:120.

“ინდიანას” რიგებში კვლავ სასტარტო ხუთეულში მოხვდა გოგა ბითაძე. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი და 4 დაფარება მოაგროვა.

სამწუხაროდ, გოგამ, წინა შეხვედრის მსგავსად, დღესაც 6 პერსონალური ჯარიმა მიიღო და თამაში ნაადრევად დატოვა.

აღსანიშავია, რომ “შარლოტასთან” მატჩში ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო, რაც საკუთარ გუნდში საუკეთესო შედეგი გამოდგა.

“ინდიანა” შემდეგ შეხვედრას 7 ნოემბერს “ვაშინგტონთან” გამართავს.

გოგა ბითაძის მორიგი შესანიშნავი მატჩი NBA-ში (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-