UFC-ის სახელოვანი მებრძოლი – ტონი ფერგიუსონი, კონორ მაკგრეგორსა და მისი ინტერესების დამცველ კომპანიას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და დაახლოებით 500.000 აშშ დოლარის გადახდას სთხოვს.
ფერგიუსონის მტკიცებით, Paradigm Sports Management-თან, რომელიც UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლის ინტერესებს იცავს შეთანხმება იყო მიღწეული. შეთანხმების თანახმად, ტონი ფერგიუსონისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა უნდა გამართულიყო. ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ Paradigm Sports Management-მა შეთანხმების პირობები დაარღვია, რის გამოც 500.000 აშშ დოლარი ეკუთვნის.
😳 @TonyFergusonXT says @TheNotoriousMMA owes him $500k…
And roasts Khabib and Dustin Poirier 👀
Full interview on YouTube now 👇 https://t.co/r4uajskI9Z pic.twitter.com/45kIlk3Pzs
— UFC on BT Sport (@btsportufc) December 9, 2020
მაისში, UFC 249-ის ეგიდით გამარტულ ბრძოლაში, ტონი ფერგიუსონი ჯასტინ გეიჯისთან დამარცხა. ამერიკელი მებრძოლი ოქტაგონს UFC 256-ის ივენთზე დაუბრუნდება და ჩარლზ ოლივეირას დამარცხებას შეეცდება.