ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე (C დივიზიონი) საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში მოასპარეზე საქართველოს 16 წლამდელთა გოგონების გუნდმა სომხეთი 77:61 დაამარცხა და ნახევარფინალში ადგილი გაინაღდა. ჩვენი მეტოქის ვინაობა დღეს საღამოს გაირკვევა. მატჩის გამორჩეულ მოთამაშედ კვლავ სალომე სვანი მოგვევლინა, რომელმაც 32 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე (C დივიზიონი) საქართველოს გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 88-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:32 დაამარცხა. საოცარი შეხვედრა ჩაატარა სალომე სვანმა, რომელმაც 29 წუთში 62 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. სალომემ 27-დან 18 ორქულიანი, 14-დან 6 სამქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს დამსახურებულად დაეუფლა. სალომე სვანის ბრწყინვალე […]
იანისი საქმეშია – საბერძნეთმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბერძნეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – დიმიტრის იტუდისმა, 22-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება. იტუდისის რჩეულთა შორის 22 კალათბურთელია, თუმცა, საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატზე 12 საუკეთესო იასპარეზებს. იანისთან ერთად, ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მისი ორი ძმა – თანასისი და კოსტასიც მოხვდნენ. შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ისეთი სახელოვანი მოთამაშეები, როგორიცაა: ტაილერ დორსი, კოსტას სლუკასი და […]
“გამოცდილ გუნდს ვხვდებით მაგრამ ტორპედოს დამარცხება შეგვიძლია” – სარაევოს მწვრთნელი
UEFA-ს კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “სარაევოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. “ტორპედოსთან” მატჩის წინ “სარაევოს” მთავარმა მწვრთნელმა საპასუხო შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “სარაევოს” მეტოქის დამარცხება შეუძლია. “გამოცდილ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც ორგანიზებულია და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. იღბალმა გვიმტყუნა და წინა შეხვედრაში გამარჯვება ვერ შევძელით – ახლა 90 წუთი […]
ხვიჩა კვარაცხელიამ დინამო ბათუმსა და გულშემატკივრებს მიმართა | VIDEO
ევროპის კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “დინამო ბათუმისა” და “ტირანას” დაპირისპირება შედგება. მატჩი 20 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება. პრინციპული მატჩის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც “დინამო ბათუმსა” და მის გულშემატკივრებს წარმატება უსურვა. შეგახსენებთ, “დინამო ბათუმის” გარდა, კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კიდევ ორი ქართული გუნდი ასპარეზობს. გორის “დილა” სლოვაკურ “დუნაისკა სტრედას” უმასპინძლებს, ხოლო ქუთაისის “ტორპედო” […]
ვენესუელას საკალათბურთო ნაკრებმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ვენესუელას საკალათბურთო ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ 21-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ვენესუელის საკალათბურთო ნაკრების არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა – ფერნანდო დურომ, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა და ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში, იმ 21 მოთამაშეს უხმო, რომელიც ამ დროისთვის ყველაზე კარგ სათამაშო ფორმაშია. ნაკრების აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივ კლუბებში ასპარეზობს. ვენესუელელთა რაზმში მხოლოდ 3 ლეგიონერია – ანდრეს […]
“სან ანტონიოში თავის დამკვიდრებას შევძლებ” – სანდრო მამუკელაშვილი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა – სანდრო მამუკელაშვილმა, “სან ანტონიო სპურსის” შემოთავაზება მიიღო და ფრენჩაიზთან კონტრაქტის 1-წლით გახანგრძლივებას დათანხმდა. “სპურსთან” გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, მამუკელაშვილმა betlive.com-თან ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ “სან ანტონიოს” ძალიან კარგი ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, სადაც თავის დამკვიდრებას შეძლებს. “მოგესალმებით, როგორც იცით “სან ანტონიო სპურსთან” ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გავახანგრძლივე, რის გამოც მოხარული […]
“ვირტუს ბოლონიას” ქართველი ვარსკვლავი – თორნიკე შენგელია, ევროლიგის გრანდების მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. გავრცელებული ინფორმაციით, შენგელიას ტრანსფერი ბერძნული და ევროპული კალათბურთის ფლაგმანს – “პანათინაიკოსსა” და არანაკლებ ტიტულოვან, სერბულ “ცრვენა ზვეზდას” სურთ. eurohoops-ი აღნიშნავს, რომ შენგელიას საკუთარ გუნდში ხილვით ერგინ ატამანი პირადადაა დაინტერესებული, რომელიც “პანათინაიკოსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ცოტა ხნის წინ დაინიშნა. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ბერძნული […]
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 2025 წელს ავსტრალიას ეწვევიან
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების 2025 წლის ტურნე ავსტრალიაში გაიმართება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანელი&ირლანდიელი ლომები, ტურნეს ფარგლებში 9 მატჩს გამართავენ. აღსანიშნავია, რომ ლომები 3 მატჩს ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, 5 მატჩში სუპერ რაგბი პასიფიკის ავსტრალიურ სარაგბო კლუბებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ერთი მატჩი, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტოა ავსტრალიისა და ახალი […]
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირი Facebook-ის ოფიციალური გვერდის გატეხვის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. “მიმდინარე თვეში დღეს უკვე მეორედ გატეხეს რაგბის კავშირის გვერდი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რის გამოც ინფორმაციის გავრცელება შეზღუდული გვაქვს. მომხმარებელს ვთხოვთ, არ მიაქციოს ყურადღება რაგბის კავშირის სახელით მის ოფიციალურ გვერდებზე გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას სანამ არ შევძლებთ კონტროლის აღდგენას, რასაც დამატებით შეგატყობინებთ. ბოდიშს გიხდით ამ ვანდალური შეტევებით […]
ბრივი ვანო კარკაძეს ოფიციალურად დაემშვიდობა
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, ოფიციალურად დადასტურდა. სარაგბო კლუბი “ბრივი” ვანო კარკაძეს დაემშვიდობა, რომელიც კარიერას “მონპელიეში” გააგრძელებს. “კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმდების შემდეგ, ვანო კარკაძემ დაგვტოვა და უახლოეს დღეებში “მონპელიეს” შეუერთდება. მადლობა ვანო ჩვენს კლუბში გატარებული 4 სეზონისა და შავ-თეთრ მაისურში ჩატარებული 37 მატჩის გამო“, – აღნიშნულია “ბრივის” განცხადებაში.
ლეგენდარული ქართული ბრენდი და ქართული რაგბი ერთიანდებიან
მინერალური წყალი „ბორჯომი“ რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა. მემორანდუმს „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ ხელი დღეს მოაწერეს. ივანე მაჭავარიანი: „მინერალური წყალი „ბორჯომი“ 130 წელზე მეტია ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. საქართველოს სპორტულ ტრადიციას წარადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე ბორჯღალოსნებიც. უნიკალური მინერალური შემადგენლობიდან გამომდინარე, „ბორჯომი“ ენერგიის […]