UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა – ენტონი პეტისმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, პეტისმა UFC დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
გასულ კვირას, პეტისმა (24:10) ალექს მორენო დაამარცხა, რის შემდეგად Twitter-ზე განთავსებულ პოსტში UFC-ის მადლობა გადაუხადა.
“12 წელი ამ კომპანიასთან და უამრავი გასაოცარი მომენტი. აღფრთოვანებული ვარ და მოუთმენლად ველი ჩემს მომავალს ამ სპორტში. გპირდებით, ჯერ არაფერი დასრულებულა!” – აღნიშნულია ენტონი პეტისის განცხადებაში.