“ლესტერთან” გამარჯვების შემდეგ, ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა საკუთარი ოფიციალური Twitter-ის საშუალებით განცხადება გააკეთა: “ჩემი აზრით, ჩვენ სექსუალური ფეხბურთი ვითამაშეთ. ვამაყობ, რომ ამ გუნდში კაპიტნის რანგში ვთამაშობ”, – განაცხადა ოზილმა.
I think we played some sexy football tonight 😎💪🏼 Proud captain of this team and this club! © #YaGunnersYa ❤ #M1Ö @Arsenal pic.twitter.com/iPFGxViAes
— Mesut Özil (@MesutOzil1088) October 22, 2018
ოზილი “არსენალის” ვიცე-კაპიტანია და მან “ლესტერთან” მატჩისას კაპიტნის სამკლავური ლორენ კოშელნის არყოფნის გამო გაიკეთა. გერმანელმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა: გაიტანა გოლი, გააკეთა ასისტი და საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.
ოზილის კარგ თამაშს ხაზი გაუსვა ლონდონელების მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ: “ოზილმა შესანიშნავად ითამაშა, თუმცა მისგან და სხვა ფეხბურთელებისგან უფრო მეტს ველი”, – განაცხადა მან მატჩის შემდეგ, რომელიც “არსენალმა” ანგარიშით 3:1 მოიგო.