2021 წლის 8 იანვარს “აიაქსმა” კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა. მათ სებასტიან ჰალერი “ვესტ ჰემიდან” €22.5 მილიონის სანაცვლოდ დაიმატეს. დღეს კი “აიაქსმა” ევროპა ლიგის 1/16 ფინალისთვის UEFA-ს განაცხადი გადაუგზავნა, სადაც ჰალერი ვერ მოხვდა.
მიზეზი კი ძალიან სახალისოა, მათ ახლადშეძენილი ფრანგი ფორვარდის, სებასტიან ჰალერის განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ.
January: Ajax make Sebastian Haller their record signing
February: Forget to include Haller in their European squadAjax spokesman: “He is indeed not on the list, we are trying to find out what went wrong” 🙃 pic.twitter.com/OrIAYMV9Er
— B/R Football (@brfootball) February 4, 2021
სებასტიან ჰალერმა ნიდერლანდურ კლუბში 5 თამაში ითამაშა და 2 გოლის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ “აიაქსი” ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ფრანგულ “ლილს” დაუპირისპირდება.