ტადიჩმა და აიაქსმა კონტრაქტი გაწყვიტეს
დუშან ტადიჩმა ,,აიაქსიდან” წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამსტერდამული გუნდის ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა ხელშეკრულება გუშინ გაწყვიტეს. ,,გუნდიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ამის დრო მოვიდა. ვფიქრობ, ახალი ცხოვრება არა მხოლოდ მე, არამედ გუნდმაც უნდა დაიწყოს. აიაქსში გატარებული შესანიშნავი პერიოდისთვის გუნდის გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. თუ ჩემზე იქნება დამოკიდებული, ეს საბოლოო დამშვიდობება არ […]
ედვინ ვან დერ სარი ჰოსპიტალში გადაიყვანეს
ამსტერდამის “აიაქსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა- ედვინ ვან დერ სარი, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით ვეტერანი ნიდერლანდელი კიპერი საავადმყოფოში თავის ტვინის სისხლჩაქცევის გამო მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია “აიაქსის” ოფიცილურ ვებგვერდზე გავრცელდა. წყაროს მტკიცებით ვან დერ სარი რეანიმაციულ განყოფილებაშია, თუმცა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ვან დერ სარი “აიაქსის” კარს 1990-99 წლებში იცავდა და ნიდერლანდების ფლაგმან კლუბთან ერთად არაერთ ტიტულს […]
“ძალიან ძვირია” – არველაძემ ნიდერლანდურ მედიასთან კვარას აიაქსში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ნიდერლანდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოთა არველაძემ დიდი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ ხვიჩას “აიაქსში” ეთამაშა. თუმცა, მაშინდელი ტექნიკური დირექტორის მარკ ოვერმარსისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო და კვარაცხელია ნეაპოლის გზას დაადგა. ოვერმარსმა გადაწყვიტა არ მოეყვანა კვარაცხელია, რომელიც მაშინ რუსეთში თამაშობდა, რადგან “აიაქსში” ზედმეტი თავდამსხმელები არ სურდა. არველაძე ახლა თვლის, რომ მისი ამსტერდამში მიყვანა ძალიან რთული იქნება, […]
არეულობა ფეინოორდის და აიაქსის მატჩის დაწყებამდე | VIDEO
დეილი ბლინდი ბაიერნის ფეხბურთელია
მიუნხენის “ბაიერნმა” ყველასათვის მოულოდნელი ტრანსფერი განახორციელა და დეილი ბლინდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, ბლინდმა “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ ბლინდმა, რომელმაც “აიაქსთან” კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა, ბუნდესლიგის გრანდთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და სამედიცინო შემოწმების გავლის თარიღიც ჩანიშნულია.
აიაქსმა და ბლინდმა კონტრაქტი გაწყვიტეს
,,აიაქსის” მცველმა, დეილი ბლინდმა, ამსტერდამული კლუბი დატოვა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. გადაწყვეტილების ინიციატორი, თავად ბლინდი იყო. ,,ბოლო დღეების განმავლობაში ბლინდთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. იმედი მაქვს, ის იპოვის სხვა გუნდს, სადაც წარმატებულ კარიერას დაასრულებს. დეილისთან ერთად ,,ამსტერდამ არენაზე” ჩავატარებთ მატჩს, რომელშიც ის გულშემატკივრებს სათანადოდ დაემშვიდობება,” – განაცხადა ,,აიაქსის” […]
სიმსივნეზე გაიმარჯვა – სებასტიან ალემ ვარჯიში განაახლა
“დორტმუნდის”თავდამსხმელმა სებასტიან ალემ სათესლე ჯირკვლის სიმსივნეზე წარმატებული ოპერაციის შემდეგ პირველად ივარჯიშა. კოტ-დივუარელმა ფორვარდმა მოთელვითი ვარჯიში ყოფილ გუნდში “აიაქსში” ჩაატარა. “აიაქსის” მწვრთნელმა ალფრედ შროდერმა დაადასტურა, რომ სათესლე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზის დასმიდან სამი თვის შემდეგ, კლუბის ყოფილი თავდამსხმელი სებასტიან ალე კლუბში ვარჯიშობს და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. 28 წლის ფეხბურთელმა ამსტერდამის “აიაქსი” 2021/22 წლების შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ დატოვა. […]
Sportbible: კვარაცხელია ყველას საყვარელი ფეხბურთელი გახდება, მისი მომენტები გამორჩეულია
ხვიჩა კვარაცხელია დაფრინავს და მის შესანიშნავ ასპარეზობაზე არამარტო საქართველო და ნეაპოლი, არამედ მთელი საფეხბურთო სამყარო საუბრობს. ცნობილმა სპორტულმა ონლაინ გამოცემამ, Sportbible-მა, რომელსაც 11 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ხვიჩას შესახებ სტატია გამოაქვეყნა და ყურადღება მის ინდივიდუალურ ასპარეზობაზე გაამახვილა . სტატიაში ვკითხულობთ, რომ “ნაპოლიმ” “დინამო ბათუმს” კვარა ფაქტობრივად “მოპარა”, რადგან მისი ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე €10 […]
აიაქსის მწვრთნელი: “სიტყვები არ მაქვს, ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია…”
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, “ნაპოლიმ” “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვეს. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე “აიაქსის” წინააღმდეგ თავი საგოლე გადაცემით და გატანილი გოლით გამოიჩინა. “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა – ალფრედ შროიდერმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, იგი ასევე შეეხო ხვიჩა კვარაცხელიას და შექება არ დაიშურა. “ხვიჩას “ნაპოლიში” გადასვლის […]
მატჩის საუკეთესო – ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება აიაქსის წინააღმდეგ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, “ნაპოლიმ” “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვეს. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე “აიაქსის” წინააღმდეგ თავი საგოლე გადაცემით და გატანილი გოლით გამოიჩინა. Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 8.0 ქულით შეაფასა. ამ შეფასებით ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე საუკეთესო იყო. Sofascore-მ კი ხვიჩა კვარაცხელიას 7.6 ქულა […]
ლუჩანო სპალეტიმ აიაქსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ “აიაქსთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა წინსვლა უნდა განაგრძოს, რათა შეინარჩუნოს ის დადებითი ტემპი, რომელიც აქამდე მოსდევთ. “ჩვენ გვაქვს შანსი, ჩვენივე გულშემატკივრის თვალწინ გავინაღდოთ ადგილი 1/8 ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ეს რთული იქნება, რადგან “აიაქსს” ამსტერდამში მარცხის შემდეგ რევანშის აღება სურს. ამ თამაშს ისე უნდა მივუდგეთ, […]