2021 წლის რიგით მეორე სუმოს სუპერტურნირი 14 მარტს დაიწყო – ტურნირი ტრადიციულად, 15 დღის განმავლობაში გაიმართება.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგებათ.
გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს ჰარუ ბაშოს 5 დღის შემდეგ:
1) ასანოიამა – 59 კენშო ≈ $23,600
2) ტაკაიასუ – 35 კენშო ≈ $14,000
3) ტაკაკეიშო – 29 კენშო ≈ $11,600
4) ტერუნოფუჯი – 28 კენშო ≈ $11,200
5) ჰაკუჰო – 26 კენშო ≈ $10,400
მე-6 საბრძოლო დღის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი თანაბარია, 3 მოგება და 3 მარცხი.