საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურის შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ნეიმარი ,,ლილის” მცველს – ტიაგუ ჟალოს ჯერ მოედანზე დაუპირისპირდა, შემდეგ კი გასახდელისკენ მიმავალ გზაზე.
![წითელი ბარათის მიღების შემდეგ ნეიმარი მეტოქეს მოედნის გარეთაც დაუპირისპირდა 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/04/EyEGRNaXIAMI1Dn-scaled.jpg)
მატჩის 91-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ორივე ფეხბურთელი გააძევა. გვირაბში გადაღებულ კადრებში კი ჩანს, რომ მოთამაშეები ერთმანეთს ფიზიკურად შეეხნენ, თუმცა ოფიციალურმა პირებმა მათი გაშველება შეძლეს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა” ,,ლილის” უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა. 31 ტურის შემდეგ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 63 ქულით ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ლილის” 3 ქულით ჩამორჩება.