,,კლაკსვიკთან” 0:3 მარცხის შემდეგ (ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა), ,,ფერენცვაროშის” გულშემატკივრები გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტანისლავ ჩერჩესოვის გათავისუფლებას ითხოვდნენ. უნგრული Sportal-ის ცნობით, ფანები ,,Auf Wiedersehen-ს (ნახვამდის)” და ,,რუსებო, წადით სახლში-ს” სკანდირებდნენ. მატჩის შემდეგ ,,ფერენცვაროშის” პრეზიდენტმა, გაბორ კუბატოვმა, ჩერჩესოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. რუსი სპეციალისტი უნგრულ კლუბში 2021 წლის დეკემბრიდან მუშაობდა, მისი ხელმძღვანელობით ,,ფერენცვაროშმა” ქვეყნის ჩემპიონატი (ორჯერ) […]
ხუან კუადრადო ინტერის ფეხბურთელია
ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი, ხუან კუადრადო კარიერას ,,ინტერში” გააგრძელებს. ინფორმაციას ,,ნერაძურის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კოლუმბიელმა მილანურ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს. კუადრადომ გასულ სეზონში ,,იუვენტუსის” მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
დინამო თბილისმა ასტანასთან წააგო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,დინამო თბილისმა” ,,ასტანას” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ქართულმა გუნდმა ორმატჩიანი დაპირისპირება 2:3 დათმო და ლიგის შესარჩევ ეტაპს გამოეთიშა. დღევანდელ მატჩში ანგარიში ,,დინამომ” გახსნა – 22-ე წუთზე თავი ოსმანე კამარამ გამოიჩინა. მეორე ტაიმის სტარტზე, 2-წუთიან მონაკვეთში, ,,ასტანამ” ორი გოლის გატანა შეძლო, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ,,დინამო” ასპარეზობას კონფერენსლიგის მე-2 […]
ასტანამ დინამოს 2-წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაუტანა | VIDEO
ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე (C დივიზიონი) საქართველოს გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 88-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:32 დაამარცხა. საოცარი შეხვედრა ჩაატარა სალომე სვანმა, რომელმაც 29 წუთში 62 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. სალომემ მატჩში 27-დან 18 ორქულიანი, 14-დან 6 სამქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჩაატარა (პირველში მალტასთან დამარცხდა), […]
ჟორდი ალბა კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს
კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ჟორდი ალბა ,,ინტერ მაიამიში” ითამაშებს. ამერიკული გუნდის მფლობელის, ხორხე მასის თქმით, ესპანელი მცველი კლუბთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს. ,,ინტერ მაიამიმ” რამდენიმე დღის წინ ალბას ყოფილი თანაგუნდელების – ლეო მესისა და სერხიო ბუსკეტსის ტრანსფერები დაადასტურა, დღეს კი დაიწერა, რომ გუნდი ლუის სუარესის გაფორმებასთანაც ახლოსაა. ალბამ გასულ სეზონში ,,ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 2 […]
ინტერ მაიამიმ, შესაძლოა, ლუის სუარესიც გაიფორმოს
,,გრემიოს” თავდამსხმელის, ლუის სუარესის ტრანსფერით ,,ინტერ მაიამი” ინტერესდება. ინფორმაციას TyC Sports-ის ჟურნალისტი, გასტონ ედული ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ურუგვაელი ამერიკულ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა. ,,ინტერ მაიამიმ” რამდენიმე დღის წინ სუარესის ყოფილი თანაგუნდელები – ლეო მესი და სერხიო ბუსკეტსი გაიფორმა. მიმდინარე სეზონში 36 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ბრაზილიის ჩემპიონატში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 4 […]
ბაიერნმა ამხანაგური მატჩის პირველ ტაიმში 18:0 მოიგო | VIDEO
რაშფორდმა მანჩესტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
,,მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა, მარკუს რაშფორდმა ,,წითელ ეშმაკებთან” ხელშეკრულება 2028 წლამდე გაახანგრძლივა. ინგლისური მედიის ცნობით, ახალი კონტრაქტის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება კვირაში 325 ათასი ფუნტი იქნება. ,,მანჩესტერ იუნაიტედში 7 წლის ასაკში ოცნებით მოვედი. ამ წარმოუდგენელ გუნდში თამაშით უკვე დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი და მინდა, რომ ტიტულები მოვიგო. გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებ […]
ბაიერნმა კიმის ტრანსფერი დაადასტურა
,,ნაპოლის” ყოფილი მცველი, კიმ მინ-ჯე კარიერას მიუნხენის ,,ბაიერნში” გააგრძელებს. ინფორმაციას რეკორდაისტერის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. სამხრე კორეელმა გერმანულ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ახალ კლუბში 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ,,ბაიერნში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. აქ განვითარებას გავაგრძელებ. კლუბის წარმომადგენლებთან საუბრისას, თავიდანვე ცხადი იყო, რამდენად იყვნენ ისინი ჩემით დაინტერესებულნი. ჩემი მთავარი მიზანი ბევრი მატჩის ჩატარებაა, გარდა ამისა, […]
პსჟ იაპონური ტურნეთი 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს
იაპონური ტურნე ,,პარი სენ ჟერმენის” ბიუჯეტს 20 მილიონი ევროთი შეავსებს, რაც გასულ წელთან შედარებით, 8 მილიონით მეტია. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. პარიზული კლუბი აზიურ ქვეყანაში 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 25 ივლისს კრიშტიანუ რონალდუს ,,ალ ნასრს” შეხვდება, 28-ში – ,,სერესო ოსაკას”, პირველ აგვისტოს კი – ,,ინტერს”. ,,პსჟ” თავდაპირველად აპირებდა, რომ ზაფხულის ტურნე აშშ-ში მოეწყო, თუმცა იაპონელების […]