ფლოიდ მეივეზერისა და ლოგან პოლის ბრძოლა 5 ივნისს შედგება. აღნიშნულ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, კრივის ლეგენდისა და ცნობილი ინფლუენსერის დაპირისპირების ადგილმდებარეობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ფლოიდ მეივეზერმა Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, ბრძოლის გამართვის 5 შესაძლო ადგილმდებარეობა დაასახელა. ლას ვეგასი, ლოს ანჯელესი, მაიამი, დალასი და ატლანტა – ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომელთაც შესაძლოა მეივეზერისა და პოლის დაპირისპირებას უმასპინძლონ.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, მეივეზერისა და პოლის ბრძოლა თავდაპირველად 20 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ პანდემიიის გამო გადაიდო.