პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს, რომელიც მომავალ სეზონში ,,რომას” მთავარი მწვრთნელი გახდება, იტალიურ გუნდში ,,ბარსელონას” ფეხბურთელის გადაყვანა სურს. ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბარია კატალონიელთა შემტევზე – ფრანსისკო ტრინკაუზე. ,,ბარსელონას” პორტუგალიელის გაყიდვა არ სურს, თუმცა ფორვარდის არენდით გაშვებას განიხილავს.
ტრინკაუ ,,ბარსელონაში” 2020 წელს ,,ბრაგადან” გადავიდა და ,,ბლაუგრანასთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.