“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრები პროტესტის რადიკალურ ზომების მიღებას კვლავ აგრძელებენ: გლეიზერების მმართველობით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა, სტადიონზე შევარდნის შედეგად, “მანჩესტერი” – “ლივერპულის” დაპირისპირება ჩაშალეს. დღეს კი, გადატანილი მატჩის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე, მათ “ლივერპულის” ავტობუსს გზა ჩაუხერგეს და საბურავები დააზიანეს.
ბრიტანული მედიის ცნობით, საქმეში პოლიცია სასწრაფოდ ჩაერთო და სიტუაცია განიმუხტა, თუმცა მანამდე, The Athletic-ის ჟურნალისტმა, დენიელ ტეილორმა, Twitter-ის საშუალებით ვიდეო მასალის გამოქვეყნება მოასწრო.
Liverpool coach has been blocked into a side street near team hotel #MUFC #LFC pic.twitter.com/BtVviwczpu
— Daniel Taylor (@DTathletic) May 13, 2021
გზიდან ავტომობილების გადაყვანის შემდეგ, ავტობუსს საბურავები სასწრაფოდ შეუცვალეს, რის შემდეგაც, იგი “ოლდ ტრაფორდისკენ” დაიძრა. ცნობილია, რომ ინციდენტის დროს ავტობუსში იურგენ კლოპი და “ლივერპულის” ფეხბურთელები არ იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროის 23:15-ზე გაიმართება.